„გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ - კონკურსი, რომელიც საბავშვო ლიტერატურისა და ახალი ქართველი ავტორების პოპულარიზაციას უწყობს ხელს - მშობლები

„გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ - კონკურსი, რომელიც საბავშვო ლიტერატურისა და ახალი ქართველი ავტორების პოპულარიზაციას უწყობს ხელს

2021-11-19 11:31:40+04:00

კონ­კურ­სი „გახ­დი სა­ბავ­შვო ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-ის ახა­ლი პრო­ექ­ტია, რომ­ლის მი­ზა­ნი სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ახა­ლი ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა. მი­ზე­ზიც მარ­ტი­ვია: დიდ ლი­ტე­რა­ტუ­რამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა სწო­რედ სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე გა­დის და, შე­სა­ბა­მი­სად, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ამ გზა­ზე პა­ტა­რებს ხა­რის­ხი­ა­ნი, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლად დატ­ვირ­თუ­ლი და მა­ღალ­მხატ­ვრულ დო­ნე­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი და­ვახ­ვედ­როთ.

ამ­დე­ნად, გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L -ის კონ­კურ­სი „გახ­დი სა­ბავ­შვო ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ ღი­რე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა და, გნე­ბავთ, გა­მოწ­ვე­ვა აღ­მოჩ­ნდა თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის­თვის. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს ის დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც ამ კონ­კურსს მოჰ­ყვა - მას­ში არა­ერ­თმა გა­მოც­დილ­მა და ახალ­ბე­და ავ­ტორ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, კომ­პე­ტენ­ტურ­მა ჟი­უ­რიმ 6 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ავ­ლი­ნა. ესე­ნი გახ­ლავთ:

ლელა ცუც­ქი­რი­ძე - „ფისო ფიო-ფიო“ თუთა ჯგუ­შია - ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლი ვასო გუ­ლე­უ­რი - „ამ­ბე­ბი კატა-კო­ტო­სი“ და­ვით ალ­თუ­ნაშ­ვი­ლი - „უფარ­ფლე­ბო თევ­ზი“ თამ­რი ფხა­კა­ძე - „ბებე - მა­წან­წა­ლე­ბის უფ­ლის­წუ­ლი“ ნინო მან­ძუ­ლაშ­ვი­ლი - „სახ­ლი ტყის პი­რას“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გა­მო­ცე­მა­ზე გა­მომ­ცემ­ლო­ბა უკვე მუ­შა­ობს.

„გახ­დი სა­ბავ­შვო ბესტსე­ლე­რის“ ავ­ტო­რის ჟი­უ­რის წევ­რე­ბი კარ­გად იც­ნო­ბენ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ მწერ­ლო­ბას და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რის ავ­ტო­რებს შო­რის აღ­მო­ა­ჩი­ნეს ისე­თი ნი­ჭი­ე­რი მწერ­ლე­ბი, რო­მელ­თა უყუ­რა­დღე­ბოდ და­ტო­ვე­ბა ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის დიდი და­ნაკ­ლი­სი იქ­ნე­ბო­და. ამ­დე­ნად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნა­ვენ ამ საქ­მე­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბის როლს, რო­მე­ლიც გარ­და იმი­სა, რომ ქარ­თუ­ლი სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რის ავ­ტორ­თა მთა­ვარ მა­მო­ტი­ვი­რე­ბელ ძა­ლად - სტი­მუ­ლად იქცა, სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი­ცაა, რაც და­სა­ფა­სე­ბე­ლია.

კონ­კურ­სის ჟი­უ­რის წევ­რის, მწე­რალ დათო გა­ბუ­ნი­ას გან­მარ­ტე­ბით, სა­ბავ­შვო ავ­ტო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა ჟან­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია და ეს სა­მო­მავ­ლოდ პირ­და­პირ უწყობს ხელს ბავ­შვის ქარ­თუ­ლი და სა­ზო­გა­დოდ, ლი­ტე­რა­ტუ­რის მკი­თხვე­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

დათო გა­ბუ­ნია: „ამა­ზე ახლა თუ არ ვიზ­რუ­ნებთ, მალე გვე­ყო­ლე­ბა თა­ო­ბა, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვას მიჩ­ვე­უ­ლი. ამი­ტომ მგო­ნია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ასე­თი კონ­კურ­სი, თუნ­დაც პა­ტა­რა მცდე­ლო­ბა, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გა­ღე­ბუ­ლი უდი­დე­სი ინ­ვეს­ტი­ცი­აა. ამის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი კი „პა­ლიტ­რა L“-ის მიერ სა­ბავ­შვო ბესტსე­ლე­რის გა­მო­სავ­ლე­ნად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­კურ­სია.

თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლე­ბის­თვის ხელ­შე­წყო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს „გახ­დი სა­ბავ­შვო ბესტსე­ლე­რის“ ავ­ტო­რის ჟი­უ­რის კი­დევ ერთი წევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი და პუბ­ლი­ცის­ტი ინა იმე­დაშ­ვი­ლი: „თა­ვის­თა­ვად მწერ­ლე­ბი ენ­თუ­ზი­აზ­მით ქმნი­ან ნა­მუ­შევ­რებს, მაგ­რამ ბევ­რად უფრო იზ­რდე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რის შექ­მნის ინ­ტე­რე­სი, რო­დე­საც ეს პრო­ცე­სი კონ­კურ­სის ფორ­მატ­ში ექ­ცე­ვა. ადა­მი­ა­ნებს გარ­კვე­უ­ლი მო­ტი­ვა­ცია და ბიძ­გი ყო­ველ­თვის გვჭირ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, კონ­კურ­სმა შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი კარ­გის შექ­მნა­სა და აღ­მო­ჩე­ნას შე­უ­წყოს ხელი. უაღ­რე­სად ფას­და­უ­დე­ბე­ლი და სა­ჭი­როა ასე­თი პრო­ექ­ტე­ბი, სხვა­ნა­ი­რად თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბი ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა. ამ კონ­კურ­სით „პა­ლიტ­რა L“ -მა უკვე ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს პრო­ცე­სი უწყვე­ტად მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს. მწერ­ლე­ბი და ავ­ტო­რე­ბი გა­მომ­ცემ­ლო­ბას იმე­დის თვა­ლით შეჰ­ყუ­რე­ბენ, რად­გან სწო­რედ მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი წიგ­ნის გა­მო­ცე­მა და მისი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. ამ­დე­ნად, მი­მაჩ­ნია, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ ფას­და­უ­დე­ბელ საქ­მეს აკე­თებს. გა­მომ­ცემ­ლო­ბას რამ­დე­ნი კარ­გი სა­ბავ­შვო ავ­ტო­რიც ჰყავს აღ­მო­ჩე­ნი­ლი, იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტი ბავ­შვი ჰყავს გა­ბედ­ნი­ე­რე­ბუ­ლი.

ჩვენ გვჭირ­დე­ბა წიგ­ნი­ე­რი თა­ო­ბა, ხოლო ამ თა­ო­ბას სჭირ­დე­ბა ისე­თი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან არის ახ­ლოს. რა თქმა უნდა, ძველ ტექ­სტებ­საც აქვთ თა­ვი­სი ხიბ­ლი და ისი­ნიც უაღ­რე­სად სა­ჭი­როა, მაგ­რამ ამ ეპო­ქის ტექ­სტე­ბიც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. ჰოდა, ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი საქ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა „პა­ლიტ­რა L”-მა იტ­ვირ­თა და მშვე­ნივ­რა­დაც გა­არ­თვა თავი“.

„გახ­დი სა­ბავ­შვო ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ ჟი­უ­რის წევ­რი გახ­ლდათ მწე­რა­ლი დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დი, რო­მე­ლიც კონ­კურსს ასე აფა­სებს: „ნე­ბის­მი­ე­რი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის წა­ხა­ლი­სე­ბის­თვის არის გა­დად­გმუ­ლი, ფას­და­უ­დე­ბე­ლია. ნა­თარ­გმნი ლი­ტე­რა­ტუ­რა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პა­ტა­რა მკი­თხვე­ლის­თვის, მაგ­რამ რო­დე­საც ის ეც­ნო­ბა ისეთ ნა­წარ­მო­ე­ბებს, რომ­ლებ­შიც მის­თვის ნაც­ნო­ბი სივ­რცე, სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლე­ბი თუ ტო­პო­ნი­მე­ბი და ისე­თი სამ­ყა­როა აღ­წე­რი­ლი, რო­გორ­შიც იზ­რდე­ბა, გა­ცი­ლე­ბით ბუ­ნებ­რი­ვად გრძნობს თავს. ასე­თი ლი­ტე­რა­ტუ­რა მისი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მან ბავ­შვი მკი­თხვე­ლად უნდა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს. და რა­ო­დენ სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ „პა­ლიტ­რა L“-ის კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში რამ­დე­ნი­მე ისე­თი ნი­ჭი­ე­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რო­მელ­თა ნა­მუ­შევ­რებს პა­ტა­რა ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი ვერ მო­წყდე­ბა. პა­ტა­რა მკი­თხვე­ლე­ბის საყ­ვა­რელ გა­მომ­ცემ­ლო­ბებს შო­რის მო­წი­ნა­ვეა „პა­ლიტ­რა L“ ისე­დაც მო­წი­ნა­ვეა, თუმ­ცა ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის უფრო მეტი ხელ­შე­წყო­ბის ტენ­დენ­ცია ძა­ლი­ან მომ­წონს და ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­სა­ნიშ­ნა­ვი და და­სა­ფა­სე­ბე­ლია. გარ­და ამი­სა, რა­საც „პა­ლიტ­რა L“ აკე­თებს“, ერ­თგვა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ცაა - მხარს უჭერ და ავი­თა­რებ შენი ქვეყ­ნის მწერ­ლო­ბას,“ - აღ­ნიშ­ნავს დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დი.

კონ­კურ­სის ჟი­უ­რის კი­დევ ერთი წევ­რი ლი­ტე­რა­ტო­რი თე­ო­ნა ბე­ქიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ კონ­კურ­სი ბევრ ავ­ტორს და­ეხ­მა­რე­ბა, კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ონ და ახა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შევ­რე­ბი შე­მოგ­ვთა­ვა­ზონ.

თე­ო­ნა ბე­ქიშ­ვი­ლი: „მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ „პა­ლიტ­რა L“ წიგ­ნის გა­მო­ცე­მის შემ­დეგ ძა­ლი­ან კარ­გად ახერ­ხებს მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ძველ ავ­ტო­რებ­თან ერ­თად ახ­ლე­ბიც ჩნდე­ბი­ან და გა­მომ­ცემ­ლო­ბა მათი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გაც­ნო­ბის საქ­მეს თა­ვის თავ­ზე იღებს და ეს პრო­ცე­სი ბო­ლომ­დე მიჰ­ყავს“.

პა­ტა­რა მკი­თხვე­ლი კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში გა­მოვ­ლე­ნილ ახალ, სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შევ­რებს მალე წიგ­ნე­ბად იხი­ლავს. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ კი თა­ნა­მედ­რო­ვე ნი­ჭი­ე­რი მწერ­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­სა და მხარ­და­ჭე­რას კვლა­ვაც გა­აგ­რძე­ლებს, რაც იმავდრო­უ­ლად მისი უმ­თავ­რე­სი მიზ­ნის - მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია - მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია.