"გოლიათი" ქუთაისიდან - 5-კილოგრამიანი მოსეს ფოტოები ინტერნეტჰიტად იქცა - მშობლები

"გოლიათი" ქუთაისიდან - 5-კილოგრამიანი მოსეს ფოტოები ინტერნეტჰიტად იქცა

2021-11-23 08:42:34+04:00

ეს პატარა მოსეა, რომელიც ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" გაჩნდა და "გოლიათი" შეარქვეს მეტსახელად, რადგან 5 კილოგრამი და 100 გრამია მისი წონა. როგორც კლინიკის მიერ გავრცელებული პოსტიდან ვგებულობთ, პატარა მოსეს დაბადებისთვის ბავშვის დედა მეან-გინეკოლოგ ირინა უგლოვას უხდის მადლობას.

mshoblebi

მოსეს ფოტოები უკვე იქცა ინტერნეტჰიტად.