არგენტინელი ფეხბურთელი, ლეო მესი, რომელიც ამჟამად ფრანგული პარი-სენ ჟერმენის ღირსებას იცავს, კარიერაში მეშვიდედ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად და შესაბამისად, მეშვიდედ გადაეცა ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, ოქროს ბურთი, რაც რეკორდია.
34 წლის მესიმ მიმდინარე წელს თავის ქვეყანას "კოპა ამერიკა" მოაგებინა, რაც მისი პირველი ჯილდო იყო ეროვნულ ნაკრებთან ერთად. 2021 წლის განმავლობაში გაიტანა 40 გოლი - 28 ბარსელონას რიგებში, ოთხი პარიზულ კლუბში, ხოლო რვა არგენტინის ეროვნულ ნაკრებში.
პოლონელი თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი წელს ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მიიჩნეოდა, თუმცა ამჯერადაც მის გარეშე დარჩა და საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა, ჩელსის იტალიელი ნახევარმცველი, ჟორჟინიო მესამე ადგილზე გავიდა, მადრიდის რეალის ფრანგი შემტევი, ქარიმ ბენზემა კი მეოთხე პოზიციას დასჯერდა.
ლეო მესი ცერემონიაზე ოჯახთან ერთად, ცოლთან და სამ შვილთან ერთად მივიდა. სოციალურ ქსელში სწორედ მისმა ოჯახურმა ფოტოებმა მიიპყრო დიდი ყურადღება. მესისა და მის სამ შვილს ერთნაირი სამოსი ეცვა. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები