ინგა მამუჩიშვილი: "დადასტურებულია, რომ ომეგა 3 აძლიერებს ორგანიზმის ანტივირუსულ მოქმედებას" - მშობლები

ინგა მამუჩიშვილი: "დადასტურებულია, რომ ომეგა 3 აძლიერებს ორგანიზმის ანტივირუსულ მოქმედებას"

2021-11-30 08:09:41+04:00

ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები იმდენად მნიშვნელოვანია ბავშვის თავის ტვინის ჯანსაღი ფუნქციობისთვის, რომ მეორენაირად მას „ტვინის არქიტექტორებსაც“ კი უწოდებენ. ომეგა 3 წარმოადგენს აუცილებელ ფაქტორს ნეირონების სწორი ფუნქციობისათვის, შესაბამისად, მოქმედებს გონებრივი განვითარებაზე, კოგნიტური უნარების, ინტელექტუალური კოეფიციენტისა და სივრცული მეხსიერების ჩამოყალიბებაზე.

რა გავლენას ახდენს Covid-პანდემია ბავშვებზე, მათ ჯანმრთელობასა და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე... რა ზომები უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ თავიდან ავარიდოთ ბავშვებს სტრესული გარემო, ეკრანდამოკიდებულება და ვიზრუნოთ მათ ჯანსაღ ზრდა-განვითარებაზე. აღნიშნულ საკითხებზე საუბრობს პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ქ-ნი ინგა მამუჩიშვილი.

- ქ-ნო ინგა, რა ნეგატიურ გავლენას ახდენს პანდემია ბავშვებზე, მათ ჯანმრთელობასა და ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე?

ქ-ნი ინგა: - Covid-პანდემიით განპირობებული სტრესული გარემო და ხანგრძლივი დისტანციური სასწავლო პროცესი უმძიმესი გამოცდა აღმოჩნდა ბავშვებისთვის. ისინი მოსწყდნენ ჩვეულ გარემოს, მეგობრებს, სპორტს. თანატოლებთან ურთიერთობა გაჯეტებმა ჩაანაცვლა, კვლევებით დადასტურდა, რომ პანდემიის პერიოდში ბავშვები და მოზარდები 3-4-ჯერ მეტ დროს ატარებენ ეკრანებთან. ყოველივემ გამოიწვია მათი ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუარესება, მოიმატა ბავშვებში ფობიებმა, აგრესიამ, უძილობამ, მეხსიერების დაქვეითებამ, ეკრანდამოკიდებულებამ და მხედველობის პრობლემებმა. ნაკლებმა ფიზიკურმა აქტივობამ წონის პრობლემებიც წინა პლანზე წამოწია, გახშირდა ჭარბი წონის ან, პირიქით, წონის დეფიციტის შემთხვევები. ახლა კი აღდგა სასწავლო პროცესი, მაგრამ მეორე პრობლემას ვაწყდებით -ბავშვებს უჭირთ გაკვეთილზე ყოფნა, კონცენტრაცია, ახალი ინფორმაციის მიღება. პირბადე და სოციალური დისტანცია მათ საკუთარი ემოციების სრულად გამოხატვის შესაძლებლობას არ აძლევს, შესაბამისად, ისევ და ისევ სერიოზული სტრესული ფაქტორების ზეგავლენას განიცდიან.

- ქ-ნო ინგა, როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები ამ პრობლემების თავიდან ასარიდებლად?

ქ-ნი ინგა: - როდესაც მშობლები მომმართავენ, ყოველთვის ვურჩევ მათ, რომ პირველ რიგში, მოარიდონ ბავშვი ეკრანს, ეცადონ, მინიმუმადე დაიყვანონ ბავშვის გაჯეტებთან ურთიერთობის დრო, მოაწესრიგონ მათი ძილის რეჟიმი და აუცილებლად იზრუნონ კვების რაციონზე. რომელიც უნდა იყოს დაბალანსებული ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით მდიდარი საკვებით. მაგალითად, ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, რომელიც ორგანიზმში არ გამომუშავდება და მხოლოდ საკვებიდან მიიღება.

- ქ-ნო ინგა, ომეგა 3 ახსენეთ, იგი ძალიან პოპულარულია მშობლებში, თუმცა, სამწუხაროდ, ბავშვებს ხშირად არ უყვართ თევზის პროდუქტები. რამდენად საყურადღებოა მისი ნაკლებობა?

ქ-ნი ინგა: - ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები იმდენად მნიშვნელოვანია თავის ტვინის ჯანსაღი ფუნქციობისთვის, რომ მეორენაირად მას „ტვინის არქიტექტორებსაც“ კი უწოდებენ. ომეგა 3 წარმოადგენს აუცილებელ ფაქტორს ნეირონების სწორი ფუნქციობისათვის, შესაბამისად, მოქმედებს გონებრივი განვითარებაზე, კოგნიტური უნარების, ინტელექტუალური კოეფიციენტისა და სივრცული მეხსიერების ჩამოყალიბებაზე. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია მხედველობის აპარატის, გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანსაღი ფუნქციობისათვის, ასევე ნივთიერებათა ცვლისა და სხვა აუცილებელი ბიოლოგიური პროცესებისათვის. Covid 19 პანდემიის პერიოდში აქტუალური გახდა მისი, როგორც იმუნომოდულატორის, როლი, რადგან კვლევებით დადასტურებულია, რომ თევზის ქონში შემავალი ომეგა 3 აძლიერებს ორგანიზმის ანტივირუსულ მოქმედებას. ასევე აღსანიშნავია მისი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება -- პროანთებითი მედიატორების რედუქციით იცავს ფილტვს ანთებითი პროცესისაგან. ყურადსაღებია პოსტკოვიდური მდგომარეობა, როდესაც ხშირია მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასეთ დროსაც მნიშვნელოვანია ომეგა 3-ის მიღება კოგნიტური უნარების აღდგენის ხელშეწყობისთვის.

mshoblebi

- რამდენად რეალურია, რომ ბავშვმა საკვებიდან სრულად მიიღოს მისთვის აუცილებელი ომეგა 3-ის რაოდენობა? სამწუხაროდ, ხშირად ბავშვებს არ უყვართ თევზეული.

ქ-ნი ინგა: - ომეგა 3-ის ძირითად წყაროს ცხიმიანი თევზი წარმოადგენს (ორაგული, ქაშაყი). ითვლება, რომ კვირის განმავლობაში საჭიროა მინიმუმ 3 ულუფა თევზეულის მიღება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ თევზი სასურველია იყოს გაუყინავი და ნაკლებად თერმულად დამუშავებული. ომეგა 3-ს შედარებით მცირე რაოდენობით შეიცავს ნიგოზი, ისპანახი, კვერცხის გული. დიახ, ხშირად ბავშვს არ უყვარს თევზი ან უვლინდება ალერგია ზღვის პროდუქტებზე, თხილეულსა და კვერცხზე, ამიტომ კვების რაციონის გამდიდრებასთან ერთად გვიწევს საკვები დანამატების სახით ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების გამოყენება.

- ქ-ნო ინგა, როგორ უნდა შეარჩიოს მშობელმა ომეგა 3-ის საკვები დანამატი ბავშვებისთვის, რას უნდა მიექცეს ყურადღება? რას ურჩევთ მშობლებს?

ქ-ნი ინგა: - დანამატების სწორი შერჩევა, მით უფრო, ბავშვთა ასაკში ძალიან საყურადღებო საკითხია. რადგან ომეგა 3-ზე ვსაუბრობთ, დანამატის შერჩევისას ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხები: აუცილებელია, რომ წარმოებული იყოს მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობების მქონე სანდო მწარმოებლის მიერ; შეიცავდეს ორგანული, ბუნებრივი წარმოშობის, ცივი მეთოდით დამუშავებულ თევზის ქონს, რადგან მხოლოდ ასეთი სახით მიღებულ ომეგა 3-ს შესწევს მაქსიმალური ბიოათვისება. დანამატს უნდა გააჩნდეს საერთაშორისო კვებისა და წამლის ორგანიზაციების მიერ მინიჭებული შესაბამისი სერტიფიკატები და, რაც ძალიან მნიშნელოვანია, შექმნილი უნდა იყოს კონკრეტულად ბავშვებისთვის, უნდა შეესაბამებოდეს ბავშვთა ასაკისთვის განკუთვნილ სადღეღამისო დოზებს. მე, ჩემი და ჩემი, როგორც ქართველი, ასევე ევროპელი კოლეგების პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია, მშობლებს ვურჩიო „მარსიანჩიკი ომეგა 3“, რომელიც სრულად შეესაბამება ყველა საერთაშორისო სტანდარტს, გააჩნია ეფექტურობისა და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი სერტიფიკატები და წლების განმავლობაში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში №1 საბავშვო ბრენდად არის აღიარებული. აღსანიშნავია, რომ „მარსიანჩიკი ომეგა 3“ შეიცავს ზუსტად ორგანული წარმოშობის, ცივი მეთოდით დამუშავებულ თევზის ქონს, რომელიც Omega 3-ისა და DHA-ს ყველაზე მდიდარი წყაროა და გამოირჩევა საუკეთესო ბიოათვისების ხარისხით. ამასთანავე, შეიცავს A/C/D ვიტამინებს, რაც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ომეგა 3 მჟავების ათვისებას, მეორე მხრივ, კი -მხედველობის სიჯანსაღეს, იმუნიტეტის სიძლიერეს და ზოგადად ბავშვის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას. უნდა გამოვყოთ უსაფრთხოების ორი აუცილებელი ფაქტორი: პირველი, ის, რომ „მარსიანჩიკი ომეგა 3“ არ შეიცავს შაქარს, გლუტენს, ხელოვნურ დანამატებს, არ ზრდის გვერდითი მოვლენების რისკს და მეორე, ყველა კომპონენტი წარმოადგენილია დღიური რეკომენდებული, უსაფრთხო დოზებით, შესაბამისად, დაბალანსებული კვების დროსაც არ ზრდის ჰიპერდოზირების რისკს.

R