ვინ არის ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზესი შთამომავალი, რომელმაც ლეგენდარული კაბა მოირგო - ელენე გოგლიძე წინაპრებსა და ბაბუაზე, რომელიც ცნობილი რეჟისორია - მშობლები

ვინ არის ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზესი შთამომავალი, რომელმაც ლეგენდარული კაბა მოირგო - ელენე გოგლიძე წინაპრებსა და ბაბუაზე, რომელიც ცნობილი რეჟისორია

2021-12-01 06:26:13+04:00

"ნინო ჭავ­ჭა­ვა­ძის შთა­მო­მა­ვა­ლი, მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი წი­ნაპ­რის კა­ბა­ში" - ამ წარ­წე­რით გავ­რცელ­და ულა­მა­ზე­სი ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რო­მელ­მაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. ფო­ტო­ზე ასა­ხუ­ლი უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ელე­ნე გოგ­ლი­ძეა, რო­მე­ლიც თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა, თუ რას ნიშ­ნავს მის­თვის იყოს დი­დე­ბუ­ლი წი­ნაპ­რე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი და რო­გორ იყო ნინო ჭავ­ჭა­ვა­ძის კა­ბის ფო­ტო­სე­სი­ის ის­ტო­რია.

ელე­ნე გოგ­ლი­ძე:

- ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის შთა­მო­მავ­ლო­ბა ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყოა ჩემ­თვის. მას­თან ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ის იყო პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი რო­მან­ტი­კო­სი პო­ე­ტი, მთარ­გმნე­ლი, ფლობ­და 5 ენას, იყო სამ­ხედ­რო, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი, მი­ღე­ბუ­ლი აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რუ­სეთ-საფ­რან­გე­თი­სა და რუ­სეთ-თურ­ქე­თის ომებ­ში. ის იყო პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ყუ­რძნის ჯი­შის­გან, ევ­რო­პუ­ლი წე­სით და­ამ­ზა­და ღვი­ნო და ჩა­მო­ას­ხა ბოთ­ლებ­ში 1841 წელს. ასე­ვე იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი, ვინც ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის და­ნერგვას შე­უ­წყო ხელი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- რო­გორ გა­და­წყდა ნინო ჭავ­ჭა­ვა­ძის კა­ბა­ში ფო­ტო­სე­სია, თქვენ­თვის ალ­ბათ ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო?

- ნინო ჭავ­ჭა­ვა­ძის კა­ბის აღ­დგე­ნის იდეა, 2013 წელს გაჩ­ნდა. მისი შექ­მნა დი­ზა­ი­ნერ სი­მონ მა­ჩა­ბელს და­ე­ვა­ლა. მან კაბა, ნი­ნოს ერ­თა­დერ­თი ფო­ტოს მი­ხედ­ვით აღად­გი­ნა. წი­ნან­დლის ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის მუ­ზე­უ­მის გუნ­დის იდე­ით, კარ­გი იქ­ნე­ბო­და ნი­ნოს კაბა უშუ­ა­ლოდ მის შთა­მო­მა­ვალს მო­ერ­გო ფო­ტო­სე­სი­ის­თვის. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რო­დე­საც შე­მომ­თა­ვა­ზეს კა­ბის ჩაც­მა, თუმ­ცა ეს არც ისე ად­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა.

კაბა ძა­ლი­ან მძი­მე და მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი ყო­ფი­ლა, მა­შინ აღ­ვიქ­ვი თუ რო­გო­რი რთუ­ლი იყო იმ დრო­ინ­დე­ლი ქა­ლე­ბის­თვის ასე­თი სა­მო­სის ყო­ველ­დღი­უ­რად ტა­რე­ბა. კაბა დღეს მუ­ზე­უ­მის ერთ-ერთ ექ­სპო­ნატს წარ­მო­ად­გენს და დღემ­დე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­ში. ნი­ნოს წი­ნან­დლის „შავ ვარდს“ უწო­დებ­დნენ, რად­გან 17 წლის დაქვრი­ვე­ბუ­ლი ნინო მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა შავ სა­მოსს ატა­რებ­და.

განაგრძეთ კითხვა