როგორ შევისწავლოთ ფინანსები სიღრმისეულად? – ყველაფერი, რაც სფეროს შესახებ უნდა იცოდეთ - მშობლები

როგორ შევისწავლოთ ფინანსები სიღრმისეულად? – ყველაფერი, რაც სფეროს შესახებ უნდა იცოდეთ

2021-12-01 10:48:51+04:00

ფინანსების შესწავლა ერთ-ერთ ყველაზე რთულ და კომპლექსურ პროცესთან არის დაკავშირებული, პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის მათემატიკა, ფინანსური ტერმინოლოგია, მეთოდები, კონცეპტები, პროგრამები სრულყოფილად უნდა აითვისო. ამასთან, საჭიროა პროფესიული უნარების გამომუშავებაც, რაც საქმის სწრაფად და ხარისხიანად კეთების საშუალებას იძლევა.

როგორც ყველა სფეროში, ფინანსებშიც მუდმივად იცვლება მიდგომები, სასწავლო და სამუშო პროგრამები თუ მეთოდები. შესაბამისად, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ამ პროცესს ფეხი უნდა აუწყონ, და სტუდენტებს სრულყოფილი განათლება მიღებასა და კარიერულ განვითარებაში უნდა დაეხმარონ.

ფინანსებში დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება არის Fintech, იგივე კომპიუტერული პროგრამები ან სხვა ტექნოლოგია, რომელიც საბანკო და საფინანსო სერვისების მხარდაჭერისთვის გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მიმართულება მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალანაზღაურებადია, ჩვენს ქვეყანაში მისი სწავლება დიდ სირთულეს წარმოადგენს. ამ ყველაფერს მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობა თუ სასწავლო პროგრამების შედგენა, თუმცა ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, Fintech-ი ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსების საბაკალავრო პროგრამაში ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად შეეტანა.

როგორც BTU-ში განმარტავენ, ფინანსები დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სფეროა და მის მიმართ ინტერესი არასდროს იკლებს. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტს, რომელიც თავის კარიერას ამ სფეროს დაუკავშირებს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნა და უნარები გააჩნდეს, რომელიც მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების ან საკუთარი საქმის წამოწყების შესაძლებლობას მისცემს.

„ვფიქრობთ, ფინანსებით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა ხელიდან არ უნდა გაუშვან შანსი, სრულყოფილად შეისწავლონ ეს პროფესია და ჩვენთან მიიღონ ისეთი გამოცდილება, როგორსაც ჩვენს ქვეყანაში არავინ ჰპირდებათ. ჩვენ მათ პირველივე კურსიდან ვთავაზობთ წამყვან უცხოურ უნივერსიტეტებში გაცვლით პროგრამებს, რაც ორი დიპლომის აღების საშუალებას იძლევა. ასევე, ჩვენს სტუდენტებს შეუძლიათ, პირველივე კურსიდან სტაჟირება გაიარონ ან დასაქმდნენ და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ,“ - განგვიმარტეს BTU-ში.

კითხვაზე, როგორ შეადგინეს ფინანსების მიმართულებით საბაკალავრო პროგრამა და მათი ხედვით, რას უნდა მოიცავდეს ის, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გვპასუხობენ, რომ სწავლის პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს წამყვანი სპეციალისტებისა და კომპანიების გამოცდილება და თეორიასა და პრაქტიკულ ნაწილს დრო თანაბრად უნდა ეთმობოდეს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა სწორედ ამ მიდგომას აკმაყოფილებს და ასე გამოიყურება:

BTU-ს ფინანსები არის პირველი ACCA-ს მიერ აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამა საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ ეტაპობრივად გაიარონ ACCA-ის F1 დან F9 მოდულამდე კურსები და შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღონ საერთაშორისო სერტიფიკატები.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროგრამაზე ფინანსები და ტექნოლოგიები ინტეგრირებულად ისწავლება, რაც ბიზნესის რისკების მართვისთვის საჭირო უნარების მიღების საშუალებას გაძლევთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეგიძლიათ, BTU-ში დამატებით მეორე პროფესიაც აირჩიოთ და ფინანსებში თქვენთვის საინტერესო სხვა მიმართულებასაც დაეუფლოთ.

ფინანსების შესწავლაში ასევე TOP კომპანიების ბიზნეს ქეისების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათი გამოცდილების გაზიარება დაგეხმარებათ.

BTU საშუალებას გაძლევს, სტარტაპის შექმნაში, მისი ბიზნეს მოდელის შედგენასა და განვითარებაში სფეროს წამყვანმა სპეციალისტებმა მიიღონ მონაწილეობა, ჩაერთო სტარტაპ აქსელერაციის პროგრამებში (აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს წამყვანი აქსელერატორების მხრიდან Fintech-ის და ზოგადად, ფინანსების მიმართულებით დაინტერესება საკმაოდ მაღალია. ამის მაგალითია ქართული სტარტაპი Payze, რომელიც უკვე სან-ფრანცისკოში, სილიკონ ველიზეა წარმოდგენილი, არადა ყველაფერი თბილისში, ერთი იდეით დაიწყო), მიიღო საერთაშორისო სერტიფიკატები, ჩაერთო საერთაშორისო სტუდენტურ პროექტებში, ტრენინგებში, კურსებში და სხვა გადამზადების მოდულებში სრული დაფინანსებით და რაც მთავარია, მარტივად დასაქმდე.

BTU-ს საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით ხდება, საფასური კი 2250 ლარია. პროგრამა "ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსების)’’ ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდია: 1950102.

ფინანსების საბაკალავრო პროგრამით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე.