რას საჩუქრები გადაეცემათ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საახალწლოდ - სრული ჩამონათვალი - მშობლები

რას საჩუქრები გადაეცემათ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საახალწლოდ - სრული ჩამონათვალი

2021-12-09 09:31:50+04:00

კორონავირუსის გამო, არსებული რეგულაციებით, საბავშვო ბაღებში დიდი ღონისძიებების ჩატარება რეკომენდებული არ არის, თუმცა, როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გვითხრეს, აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრებს წელსაც გადასცემენ.

mshoblebi

"ტენდერი ჩატარებულია და 15 დეკემბრიდან ეტაპობრივად, რეგულაციების დაცვით დაიწყება ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემა." - გვითხრეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით თითოეული შეფუთვა უნდა შედგებოდეს 450 გრ ტკბილეულისგან, მათ შორის:

შოკოლადის მინი ფილა არანაკლებ 30 გრ. (რძიანი, შავი) ვაფლის ბატონი არანაკლებ 60 გრ. შოკოლადის ბატონი არანაკლებ 40 გრ. შოკოლადი არანაკლებ 100გრ (მინიმუმ 5 სახეობა) კარამელის კანფეტი სხვადასხვა შიგთავსით (მინიმუმ ოთხი სახეობა ) არანაკლებ 170 გრ. ჟელეს კანფეტი არანაკლებ 50 გრ. თამარ იაკობაშვილი