"მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დამძიმდა..." - "ერისიონის" ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა - მშობლები

"მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დამძიმდა..." - "ერისიონის" ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა

2021-12-18 09:19:05+04:00

არ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი და ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის" ყო­ფი­ლი სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი 86 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­ურ ან­სამ­ბლს 1986-2015 წლებ­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და...

"ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ცუ­დად იყო, გუ­შინ უკონ­ტაქ­ტო გახ­და და მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა" - გვი­თხრა შვილ­მა შერ­მა­დინ ჭკუ­ა­სელ­მა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის" სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლია...

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა თა­ო­ბა იყო - ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი, თე­მურ ქევ­ხიშ­ვი­ლი, გო­მარ სი­ხა­რუ­ლი­ძე, ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი... "ოქ­როს კვე­თა" იყო, სამ­წუ­ხა­როდ ყვე­ლა წა­ვი­და და იმ თა­ო­ბი­დან ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი იყო ბოლო მო­ჰი­კა­ნი, რო­მელ­მაც დაგვტო­ვა...

- რო­გორც ვი­ცით ბა­ტო­ნი ჯე­მა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მას შემ­დეგ დამ­ძიმ­და, რაც მე­უღ­ლე გარ­და­ეც­ვა­ლა...

- დიახ... დე­დას ინ­ფარ­ქტი ჰქონ­და, შემ­დეგ კო­ვი­დი და­ერ­თო, ვე­ღარ გა­უძ­ლო და გარ­და­იც­ვა­ლა... მამა იმის შემ­დეგ ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და, მე­ტყვე­ლე­ბა უჭირ­და, გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­ეძ­ლო. დე­დას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 6 თვე გა­ვი­და და მამა იმის შემ­დეგ რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა, ძა­ლი­ან ცუ­დად იყო... განაგრძეთ კითხვა