როგორ იქცა ყოფილი ბალერინა მაღალანაზღაურებად მოდელად და კინოვარსკვლავად და რატომ არ დაქორწინებულა აქამდე - მშობლები

როგორ იქცა ყოფილი ბალერინა მაღალანაზღაურებად მოდელად და კინოვარსკვლავად და რატომ არ დაქორწინებულა აქამდე

2021-12-18 18:05:48+04:00

41 წლის თურქი მსახიობი და ფოტომოდელი ჯანსუ დერე დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული და მოთხოვნადი ქალბატონია თავის ქვეყანაში. ბიზნესმენისა და მასწავლებლის ოჯახში დაიბადა, ანკარაში, თუმცა მისი მშობლები წარმოშობით ბულგარეთიდან და საბერძნეთიდან იყვნენ.

ბავშვობიდან ოცნებობდა ბალერინობაზე, მაგრამ მშობლების დაჟინებული თხოვნით სტამბოლის უნივერსიტეტში არქეოლოგიურზე ჩააბარა.

მისი გარეგნობა შეუმჩნეველი მაინც არ დარჩა. 2000 წელს მე-3 ადგილი აიღო სილამაზის კონკურსზე, რომელიც თურქულ ტელეარხზე გაიმართა. ამის შემდეგ პროფესიონალი მოდელი გახდა და საკმაო წარმატებებს მიაღწია.

mshoblebi

mshoblebi

გამოდიოდა ჩვენებებზე პარიზსა და მილანში. ძალიან მალე გახდა თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი.

mshoblebi

კინოსა და ტელევიზიაში გადაღება 2002 წლიდან დაიწყო და მცირე როლებს მალე მოჰყვა დიდი როლები, შემდეგ კი - ცნობილი მსახიობის სტატუსი. ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა სილას როლმა სერიალში "სილა. შინ დაბრუნება". მერე იყო რამდენიმე ასევე საინტერესო როლი, მათ შორის, უსინათლო გოგონასი ფილმში "მწარე სიყვარული". ეს ფსიქოლოგიური დრამა 2009 წელს თურქული კინოგაქირავების ლიდერად იქცა. ასევე წარმატებული იყო სერიალი "ეზელი", რომელშიც ჯანსუს კვლავ მთავარი როლი ჰქონდა და სერიოზული ჰონორარებიც მოუტანა. მის ფილმოგრაფიაში არის "დიდებული საუკუნეც", სადაც სპარსი ხარჭი განასახიერა. ერთ-ერთი ბოლო როლი კი "მოღალატეში" შეასრულა.

mshoblebi

კინოს პარალელურად ჯანსუ კვლავ აგრძელებს მოდელობას. "ეივონის" სახე იყო, ასევე პირველი თურქი მსახიობია, რომელიც L’Oréal Paris-ის სახედ აირჩიეს.

mshoblebi

ჯანსუ წლები ხვდებოდა კომიკოსს, მსახიობ ჯემ ილმაზს, რომელსაც 2011 წელს დაშორდა. ამბობენ, რომ ილმაზმა ჯანსუს საუკეთესო მეგობართან უღალატა.

mshoblebi
ილმაზთან ერთად

მასთან დაშორების შემდეგ წერდნენ, რომ ჯანსუ მსახიობ მეტინ აკდიულგერსა და კენან იმირალიოღლუს ხვდებოდა, თუმცა ჯერ ქორწინებით არც ერთი ურთიერთობა არ დასრულებულა. მსახიობს შვილიც არ ჰყავს.

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

mshoblebi

altგადაღებებზე დაწყებული ნამდვილი რომანი და პირადი ტრაგედიები - ამბები ცნობილ წყვილზე