"ლა­მის გული ამომ­ვარ­დეს" - ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული "ნიჭიერის“ გამარჯვებულია - მშობლები

"ლა­მის გული ამომ­ვარ­დეს" - ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული "ნიჭიერის“ გამარჯვებულია

2021-12-19 09:23:47+04:00

09:34 / 19-12-2021

ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული "ნიჭიერის“ გამარჯვებულია - დედის პირველი კომენტარი

15 წლის ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლი ამე­რი­კუ­ლი "ნი­ჭი­ე­რის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. 21 ნო­ემ­ბერს ქარ­თვე­ლი ბიჭი სო­ფელ რუ­ი­სი­დან "ოქ­როს ღი­ლა­კით“ პირ­და­პირ ფი­ნა­ლურ შო­უ­ში მოხ­ვდა.

ფი­ნა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დრო­ით დი­ლის 4:25 სა­ათ­ზე და­ი­წყო და 7:30 წუთ­ზე დას­რულ­და.

გუ­შინ ambebi.ge-მ ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა მომ­ღერ­ლის დე­დას­თან, რო­მე­ლიც მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბო­და შვი­ლის წარ­მა­ტე­ბას. გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ქალ­ბა­ტონ გუ­ლი­კო ეგ­ნა­ტაშ­ვილს კო­მენ­ტა­რ­ზე და­ვუ­კავ­შირ­დით.

გუ­ლი­კო ეგ­ნა­ტაშ­ვი­ლი:

- ლა­მის გული ამომ­ვარ­დეს. ძა­ლი­ან მინ­და, ამ წუ­თებ­ში ჩემ შვილს ჩა­ვე­ხუ­ტო და გულ­ში ჩა­ვიკ­რა. ად­გილს ვერ ვპო­უ­ლობ, მე­ო­რედ და­ვი­ბა­დე ამ ქვე­ყა­ნა­ზე. უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ და მინ­და მეც ჩემი შვი­ლის გვერ­დით ვიყო. გა­ვი­ზი­ა­რო ეს სი­ხა­რუ­ლი და ემო­ცი­ე­ბი.

იხილეთ ვიდეო

alt"საქართველოში ყველგან "მბლოკავდნენ", რადგან არ მყავს დიდი კომპანიების მეპატრონე მამიკო ან დედიკო... ეს მწევდა უკან ქართულ პროექტებში" - ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკიდან

alt"რადგან ალექსანდრეს უბრალო მშობლები ჰყავს, საქართველოში არ აფასებდნენ" - რას ჰყვება ზაზარაშვილის დედა, რომელიც ალექსანდრეს გარდა 4 ნაშვილებ ბავშვს ზრდის