მშობლების დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით, წელსაც ტრადიციულად გთავაზობთ აფიშას, სად შეიძლება წაიყვანოთ ბავშვები ახალი წლის დღეებში.
კალაძის ინფორმაციით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრამდე ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში „საახალწლო სოფელი“ მოეწყობა, სადაც ღონისძიებები ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის გაიმართება.
„საახალწლო სოფელში“ დამონტაჟდა მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები და ინსტალაციები. პატარებს იქ თოვლის ბაბუა დახვდებათ, რომელთან ფოტოს გადაღება შეეძლებათ.
ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო კონცერტები. ბავშვებს ადგილზე დახვდებათ ზღაპრების პერსონაჟები, ასევე მოეწყობა საბავშვო სახელოსნოები და მსვლელობები. ამასთან, ყოველდღიურად ორივე ლოკაციაზე გაიმართება ანსამბლების, ბენდების და ესტრადის მომღერლების კონცერტები და ელექტრონული მუსიკის საღამოები.
რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, კალაძის თქმით, 31 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ სცენაზე გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც შოუბიზნესის 300-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. დედაქალაქის მერის თქმით, ყველა ღონისძიება კოვიდ-რეგულაციების დაცვით ჩატარდება.
ამასთან, როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო ღონისძიების გამო დღეიდან 1 იანვრის ჩათვლით სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ კოსტავას ქუჩიდან რესპუბლიკის მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება თავისუფალი იქნება.
საახალწლო თემატიკის სპექტაკლის "თოვლის დედოფალის" ნახვა ახმეტელისა და გრიბოედოვის თეატრებში შეიძლება, ბათუმის თოჯინების თეატრში საახალწლო ზღაპარი "თორმეტი თვე" გელოდებათ, ხოლო მოზარდ მაყურებელთა თეატრს 11 იანვრამდე აქვს ბავშვებზე მორგებული აფიშა, რომელსაც გთავაზობთ:

საახალწლო ნაძვის ხე იქნება „ზალიკოს ცენტში“, ხოლო ბასტი-ბუბუს საშობაო ზღაპარი 2022 წელს 4-5 იანვარს ქუთაისის მესხიშვილის თეატრში გელოდებათ.
30 დეკემბერს საახალწლო გალა კონცერტია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. ასევე საახალწლო დღეებში გელოდებათ ჩაიკოვსკის ბალეტი "მაკნატუნა".

ასევე იმუშავებს მუზუემუბი, სადაც შეგიძლიათ პატარების წაყვანა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კონკრეტული დაწესებულებების ფეისბუქგვერდებს.