ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს.
"2022 წელი კოვიდ-19-ის პანდემიის დასასრული უნდა იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ ორი წელი ამ მდგომარეობაში ვართ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ვირუსს და მის წინააღმდეგ ყველა იარაღი გვაქვს“, – განაცხადა მან.
გებრეისუსმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოს მასშტაბით იმდენი ვაქცინაა, რომ 2022 წლის პირველი ნახევრისთვის ზრდასრული მოსახლეობის სრულიად ასაცრელად საკმარისია. განაგრძეთ კითხვა