„რომ იგებენ, ვისი შვილი ვარ, არანორმალურივით მიყურებენ...“ - რას საქმიანობენ ცნობილი მაღალჩინოსნის შვილები, რომელზეც ფიქრობენ, რომ ძუნწი მამაა - მშობლები

„რომ იგებენ, ვისი შვილი ვარ, არანორმალურივით მიყურებენ...“ - რას საქმიანობენ ცნობილი მაღალჩინოსნის შვილები, რომელზეც ფიქრობენ, რომ ძუნწი მამაა

2021-12-26 10:55:47+04:00

რაც უფრო წარმატებულია მშობელი, მის შვილებს მეტი შანსი ეძლევათ, რომ ცხოვრებით კმაყოფილები იყვნენ - ასე ფიქრობს ადამიანთა უმრავლესობა. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს ბორის ჯონსონს მესამე ცოლი და 7 შვილი ჰყავს. ორი უმცროსი შვილი მას მესამე მეუღლისგან ჰყავს. ერთი ქალიშვილი კი ქორწინების გარეშე შეეძინა. 4 შვილი კი მეორე ცოლთან, იურისტ მარინა უილერთან ეყოლა.

mshoblebi

განქორწინების შემდეგ უფროს შვილებთან ჯონსონს კავშირი არ გაუწყვეტია, თუმცა ფიქრობენ, რომ ის ან ძალიან ძუნწი მამაა და მის შვილებს შემოსავალი არასოდეს ჰყოფნით, ან ძალიან თავისებური შვილები ჰყავს. ცნობილი გახდა, რომ მისი 24 წლის ქალიშვილი კასია უბრალო ოფიციანტად მუშაობს.

mshoblebi

„როცა იგებენ, რომ მამაჩემი პრემიერ-მინისტრია, ისე მიყურებენ, თითქოს არანორმალური ვიყო. ხოლო მას მერე, რაც მამაჩემი სარესტორნო ბიზნესის შევიწროვებაში დაადანაშაულეს, მეც დამნაშავესავით დამიწყეს ყურება, თითქოს მეც ბრალი მედება რამეში“ - განუცხადა Daily Mail-ს ჯონსონის ქალიშვილმა კასიამ.

სხვათა შორის, მისი და, 28 წლის ლარა ჟურნალისტი და ბლოგერია, 26 წლის ძმა კი აღმოსავლეთმცოდნე და ლინგვისტი, 22 წლის ძმა კი უმუშევარია.

altორი ცოლი, სამი საყვარელი, 5 შვილი: ვინ არის დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი