"პოლიციას შინ დახვდა და ჩაბარდა. მომხდარს ძალიან ნანობს..." - ახლობლები ძმის მიერ ტყუპი ძმის მკვლელობის მიზეზზე საუბრობენ - მშობლები

"პოლიციას შინ დახვდა და ჩაბარდა. მომხდარს ძალიან ნანობს..." - ახლობლები ძმის მიერ ტყუპი ძმის მკვლელობის მიზეზზე საუბრობენ

2022-01-04 09:59:44+04:00

შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში, სა­დაც ახა­ლი წლის ღა­მეს ძმამ ძმა მოკ­ლა. ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, კუ­თა­რაშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა იყო გაშ­ლი­ლი და 32 წლის ტყუ­პი ძმა ახა­ლი წლის დად­გო­მას ერ­თად აღ­ნიშ­ნავ­და. მათ­თან სტუმ­რად იყო მე­ზო­ბე­ლიც. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, სუფ­რა­ზე მთვრალ ძმებს შო­რის და­წყე­ბუ­ლი შე­ლა­პა­რა­კე­ბა, ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და. მა­მა­კაც­მა ტყუ­პის ცალი გი­ორ­გი კუ­თა­რაშ­ვი­ლი და­ნით დაჭ­რა. ჭრი­ლო­ბა სა­სიკ­ვდი­ლო გა­მოდ­გა. ახალ­გაზ­რდა კაცს ღვიძ­ლი და­უ­ზი­ან­და. დაჭ­რი­ლი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვე­ღარ შეძ­ლეს.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ "გორ­მე­დის“ ექიმ­მა და­ვით გა­სი­ტაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნი­სას პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი იყო, მას აღე­ნიშ­ნე­ბო­და რამ­დე­ნი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, მათ შო­რის ღვიძ­ლის გამ­ჭო­ლი ჭრი­ლო­ბა და 3 ლიტ­რამ­დე ოდე­ნო­ბის სის­ხლის და­ნა­კარ­გი, პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა­ში გუ­ლის გა­ჩე­რე­ბით შე­იყ­ვა­ნეს, შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შემ­დგომ კი გა­და­უ­დე­ბე­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია და­ი­წყო. ოპე­რა­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას რამ­დენ­ჯერ­მე კვლავ და­ფიქ­სირ­და გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა. სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გამო, პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სულ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი შინ დახ­ვდათ. ის ძა­ლოვ­ნებ­მა და­ა­კა­ვეს. რო­გორ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, და­კა­ვე­ბუ­ლი მომ­ხდა­რით შო­კი­რე­ბუ­ლია.

"მკვლე­ლო­ბა ახა­ლი წლის ღა­მეს, სუფ­რას­თან მომ­ხდარ კონ­ფლიქტს მოჰ­ყვა. დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი არი­ან, თან ტყუ­პი. სულ 5 და - ძმა იყ­ვნენ, სამი ძმა და ორი და, კარ­გი ძმო­ბა ჰქონ­დათ, აქამ­დე მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი არ მომ­ხდა­რა და იმ ღა­მით რა მოხ­და, არ ვი­ცით. ჯერ ვერ ვე­კი­თხე­ბით ოჯა­ხის წევ­რებს. ის ვი­ცით, რომ სუფ­რა­ზე მათ­თან ერ­თად კი­დევ ერთი მე­ზო­ბე­ლი იყო, რო­მე­ლიც შე­ეს­წრო ამ ფაქტს. განაგრძეთ კი­თხვა