"ამდენს სხვა კაცს არ მოვუთმენდი, ამას კიდევ თვალებში შევციცინებ" - ნუკი კოშკელიშვილი - მშობლები

"ამდენს სხვა კაცს არ მოვუთმენდი, ამას კიდევ თვალებში შევციცინებ" - ნუკი კოშკელიშვილი

2022-01-06 09:09:39+04:00

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი შვილთან ერთად გუდაურში იმყოფება. ცოტა ხნის წინ იქიდან წერდა შეწუხებული: "ბავშვი და გუდაური ერთმანეთთან შეუსაბამო ამბავი ყოფილა!!! მიკბინა, ტელეფონი გადამიგდო, და ხელი მკრა გაუკვალავში, ხოდა 116 006-ში რომ დავრეკო მიშველიან?"

დღეს სოციალურ ქსელში კვლავ ამ თემას გამოეხმაურა:

"მაინც მიყვარს!!! იმის და მიუხედავად, რომ გამაგიჟა, ამდენს სხვა კაცს კი არ მოვუთმენდი, ამას კიდევ თვალებში შევციცინებ და ცხოვრების აზრი და არსია".