"ეს პრეპარატი 89 %-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების რისკს" - ივანე ჩხაიძე კოვიდის სამკურნალო პრეპარატზე - მშობლები

"ეს პრეპარატი 89 %-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების რისკს" - ივანე ჩხაიძე კოვიდის სამკურნალო პრეპარატზე

2022-01-07 13:54:13+04:00

"პაქსლო­ვი­დი“ 5-დღი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სის შემ­დეგ 89 % -ით ამ­ცი­რებს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის რისკს - იმე­დი გვაქვს, რომ წელს პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა“,- ამის შე­სა­ხებ თსსუ-ს პრო­ფე­სორ­მა, იმუ­ნი­ზა­ცი­ის ტექ­ნი­კურ მრჩე­ველ­თა ეროვ­ნუ­ლი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ჩხა­ი­ძე გან­მარ­ტავს, ცნო­ბი­ლი არ არის ზუს­ტი ვადა თუ რო­დის შე­მო­ვა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამას­თან, დას­ძენს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბას­თან შე­და­რე­ბით მისი პრე­ვენ­ცია მა­ინც უპი­რა­ტე­სია.

"სამ­წუ­ხა­როდ, ცნო­ბი­ლი არ არის ზუს­ტი ვადა, თუ რო­დის შე­მო­ვა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მენ­ტი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღე­ის­თვის 2 ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა იმ პრე­პა­რატ­ზე, რო­მე­ლიც უფრო მა­ღა­ლი ეფექ­ტუ­რო­ბის აღ­მოჩ­ნდა.

"პაქსლო­ვი­დი“ კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ თით­ქმის 90%-იან ეფექ­ტუ­რო­ბას აჩ­ვე­ნებს, გან­სხვა­ვე­ბით იმ პრე­პა­რა­ტის­გან, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად იყო მი­ღე­ბუ­ლი. ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უფრო მეტი იქ­ნე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი პრე­პა­რა­ტია შე­ფა­სე­ბის და შე­მუ­შა­ვე­ბის სხვა­დას­ხვა სტა­დი­ა­ში.

"პაქსლო­ვი­დია“ ის პრე­პა­რა­ტი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მეტი ეფექ­ტუ­რო­ბა გა­აჩ­ნია, ის აღი­ა­რე­ბუ­ლია, რო­გორც ამე­რი­კის, ისე ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მა­რე­გუ­ლი­რებ­ლის მიერ. ყვე­ლა­ზე დიდ იმე­დებს "პაქსლო­ვიდ­ზე“ ვამ­ყა­რებთ, რო­მე­ლიც "ფა­ი­ზე­რის“ მიერ არის წარ­მო­ე­ბუ­ლი.

სა­ვა­რა­უ­დოდ, "პაქსლო­ვი­დი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვა. ვა­დის და­სა­ხე­ლე­ბა რთუ­ლია, ვი­ნა­ი­დან მთე­ლი მსოფ­ლი­ოა ამ პრე­პა­რა­ტის მო­ლო­დინ­ში. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა წი­ნას­წა­რი გა­ნა­ცხა­დი და შეკ­ვე­თა უკვე გა­ა­კე­თა.

"პაქსლო­ვი­დი“ 5 დღი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სის შემ­დეგ 89 % - ით ამ­ცი­რებს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის და გარ­დაც­ვა­ლე­ბის რისკს. ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი პრე­პა­რა­ტია. იმე­დი გვაქვს, რომ წელს გვექ­ნე­ბა ჩვენ პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

თუმ­ცა, რა თქმა უნდა, მა­ინც უმ­ჯო­ბე­სია ვაქ­ცი­ნა­ზე აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა. კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ, მისი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა მსუ­ბუ­ქიც რომ იყოს, არის რის­კი, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი და­ტო­ვოს. ხან­გრძლივ კო­ვიდს ვგუ­ლის­ხმობთ, რო­მე­ლიც თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა. მკურ­ნა­ლო­ბას­თან შე­და­რე­ბით პრე­ვენ­ცია უპი­რა­ტე­სია. რა თქმა უნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ტაბ­ლე­ტი­ზი­რე­ბუ­ლი და­სა­ლე­ვიც იყოს“, - გან­მარ­ტავს ჩხა­ი­ძე.