"ძილ­ში მო­მეს­მა არა­ნორ­მა­ლუ­რი სუნ­თქვა მისი, გადმოვატრიალე და ბოლოჯერ ამოისუნთქა..." - ნიკა ქაცარიძის მეუღლე მისი გარდაცვალების შესახებ - მშობლები

"ძილ­ში მო­მეს­მა არა­ნორ­მა­ლუ­რი სუნ­თქვა მისი, გადმოვატრიალე და ბოლოჯერ ამოისუნთქა..." - ნიკა ქაცარიძის მეუღლე მისი გარდაცვალების შესახებ

2022-01-19 19:32:57+04:00

5 იან­ვარს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, 43 წლის ნიკა ქა­ცა­რი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ზე­ზი გუ­ლის შე­ტე­ვაა. ნიკა ქა­ცა­რი­ძე 2005 წლი­დან დღემ­დე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო. მას მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა.

ნიკა ქა­ცა­რი­ძის მე­უღ­ლემ ნინო ბე­რი­ძემ მისი ცხოვ­რე­ბის მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი დღე გა­იხ­სე­ნა და თქვა, რომ მა­მის სიკ­ვდილს მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბიც შე­ეს­წრნენ.

"და­ლე­ვით, რო­გორც ყვე­ლა ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ან და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე სვამ­და. ამას ყო­ველ­დღი­უ­რი ხა­სი­ა­თი არ ჰქონ­და. სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­ულ­ზე ვინ არ სვამს? რო­გორც ასე­თი, ნიკა მსმე­ლი არ იყო.

ჩემი აზ­რით, ეს იყო აც­რი­დან და სასმლი­დან პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი თრომ­ბი. და­ვა­ზუს­ტებ რას ვგუ­ლის­ხმობ, არ მინ­და ისე გა­მო­ვი­დეს, თით­ქოს აც­რის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში არ არის მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კე­ბის­გან მკაც­რი გაფრ­თხი­ლე­ბა, რომ არ შე­იძ­ლე­ბა და­ლე­ვა ერთი თვე ან ორი თვე. მო­უ­წია სასმლის და­ლე­ვა, თუმ­ცა ეს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით არ იყო. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­ი­ძი­ნა, ადრე დაწ­ვა, რად­გან მე­ო­რე დღეს რე­პე­ტი­ცია ჰქონ­და... ძილ­ში მო­მეს­მა არა­ნორ­მა­ლუ­რი სუნ­თქვა მისი...

განაგრძეთ კითხვა