ბრუნეის სულთნის ქალიშვილი, 32 წლის პრინცესა პრინცესა ფაზილა ლიუბაბული ავანგა აბდულა ნაბილ მაჰმუდ ალ-ჰაშიმის გაჰყვა ცოლად. საქორწინო ღონისძიებები ერთ კვირას გაგრძელდა სამეფო სასახლეში. ცერემონიაზე პატარძალს ბრილიანტის გვირგვინი ედგა - დედინაცვალ სალეხის კოლექციიდან.
ცერემონია 16 იანვარს დაიწყო სულთნის დალოცვით. შემდეგ რელიგიური რიტუალი ჩატარდა მეჩეთში, რომელსაც შეიარაღებული ძალების ფეიერვერკი ახლდა. პროცესი სამეფო სასახლეშივე დასრულდა სხვადასხვა ღონისძიებით.
პრინცესას ევროპული სტილის თეთრი კაბა ეცვა, ბრილიანტებით მოოჭვილი ფეხსაცმელი და მასიური სამკაულები. კაბისავე ქსოვილის თეთრი კოსტიუმით იყო წარმოდგენილი სიძე.
პრინცესა საქმროსა და ძმასთან ერთად
პრინცესა ფაზილა კინგსტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და ბრუნეის 75-ე სულთნის, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი მონარქის ჰასანალა ბოლკიახის 12 შვილიდან ერთ-ერთია.
პრინცესას ქმარზე ფაქტობრივად არაფერია ცნობილი. ადგილობრივი მედია მას "ლამაზ უცხოელად" მოიხსენიებს და არც ის ცხადდება, სად გაიცნო წყვილმა ერთმანეთი.