"გამოცდილებამ აჩვენა, რომ "ომიკრონი" სეზონური გრიპია... ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან 4.5 %-მდე შეგვიმცირდა" - ჯანდაცვის მინისტრი - მშობლები

"გამოცდილებამ აჩვენა, რომ "ომიკრონი" სეზონური გრიპია... ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან 4.5 %-მდე შეგვიმცირდა" - ჯანდაცვის მინისტრი

2022-01-26 11:43:40+04:00

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნი­ას იწყებს და სპე­ცი­ა­ლურ რგო­ლებს და­ამ­ზა­დებს, რომ­ლი­თაც მო­სახ­ლე­ო­ბას სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მკურ­ნა­ლო­ბის წე­სებს გა­აც­ნობს.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­გორც სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბამ აჩ­ვე­ნა, „ომიკ­რო­ნი“ სე­ზო­ნურ გრი­პად გა­და­იქ­ცე­ვა.

"ვა­პი­რებთ სა­რეკ­ლა­მო, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კამ­პა­ნია გა­ვა­კე­თოთ, თუ რო­გორ უნდა იმ­კურ­ნა­ლონ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში „ომიკ­რო­ნის“ დროს. რო­გორც ვხე­დავთ და სხვა ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა­მაც აჩ­ვე­ნა, ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, მიმ­დი­ნა­რე სე­ზო­ნუ­რი გრი­პი. ის ასეთ გრი­პად გა­და­იქ­ცე­ვა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში იმ­კურ­ნა­ლონ და მივ­ცეთ მათ სწო­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი თუ რო­გორ უნდა იმ­კურ­ნა­ლონ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში. ხოლო იმ კა­ტე­გო­რი­ას, რო­მე­ლიც არის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით ან მა­ღა­ლი რის­კის ჯგუფ­ში, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ უკვე ვთა­ვა­ზობთ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას და თუ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბა, იქაც მაქ­სი­მა­ლურ კონ­სულ­ტა­ცი­ას გა­ვუ­წევთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ოჯა­ხის ექი­მე­ბის ოდე­ნო­ბას, ბოლო ერთ კვი­რა­ში და­ვა­მა­ტეთ დიდი ოდე­ნო­ბა ოჯა­ხის ექი­მე­ბი­სა, რათა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცია გა­უ­წი­ონ მო­ქა­ლა­ქე­ებს. ასე­ვე, ქოლ­ცენ­ტრის ოპე­რა­ტო­რე­ბი და­ვა­მა­ტეთ და ამა­ში სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბოლო კურ­სის სტუ­დენ­ტე­ბი და რე­ზი­დენ­ტე­ბი გვეხ­მა­რე­ბი­ან,“- გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა.
მისი თქმით, დღეისათვის 8000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული, საიდანაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში 4500-მდე საწოლია დატვირთული. რაც შეეხება პედიატრიულ განყოფილებას, როგორც მინისტრმა აღნიშნა, 700 საწოლია მობილიზებული და მათგან ნახევარი თავისუფალია.

„დღეისათვის მობილიზებული გვაქვს 8000-ზე მეტი საწოლი, აქედან, რაც შეიძლება დადებით ფაქტორად აღინიშნოს, არის ის, რომ ამ 8000-დან ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაკავებულია საშუალოდ 4300-დან -4500 საწოლამდე. აქ იგულისხმება ის, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში არ ხდება ჰოსპიტალიზაცია, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან შეგვიმცირდა დღეის მდგომარეობით 4.5 %-მდე. ის მოლოდინი, რაც იყო „ომიკრონთან“ დაკავშირებით რომ ჰოსპიტალიზაცია და მძიმე მიმდინარეობა არ იქნებოდა, ეს ნამდვილად ასეა. საწოლები გადანაწილებულია როგორც პედიატრიულ სექტორზე, ასევე მოზარდებისთვის. პედიატრიული კუთხით საწოლების დატვირთვა ვფიქრობთ, გამოწვეული იყო უფრო ნერვიულობიდან გამომდინარე, სულ 200 საწოლი დავამატეთ, დღეისათვის გვაქვს 700 პედიატრიული საწოლი და აქედანაც ნახევარზე მეტი თავისუფალია,“ - განაცხადა აზარაშვილმა.