ემიგრანტი ქართველი ანა ბალამწარაშვილის პოსტს სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი მშობლის აღშფოთება მოჰყვა.

"ეს პაწაწუნა ხელები ეგრეთწოდებულ საზღვართან მცხოვრებ და ეხლა დედათა და ბავშვთა ცენტრში მწოლიარეს ეკუთვნის. შევწრძუნდი, როცა ვნახე. დავურეკე ექიმს პირადად და ვესაუბრე, ვიკითხე მიზეზი, რა სჭირდა პატარას, რადგან, როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრონქიტია მიზეზი, რის გამოც იქ მოხვდა. არც არაფერი ისეთიო, მითხრა, კათეტერი რომ ჩავუდგით, დავუმაგრეთ “ლეიკოთი”, დაუსველდა და ეს იმის შედეგიაო. კარგი, დავიჯერე, რომ ეს ასეა. შემდეგ იწყება მთავარი, დედის ბრალიაო, დედამ ვერ მიხედაო და საერთოდ, საიდანღაც რეკავთ (ნომერი უცხო იყო), იქ ექიმები ამდენს არც დაგელაპარაკებიანო, რა პანიკები ატეხეთ, 2-3 დღეში გაუვლისო. ჩხუბი თუ გინდათ, არაა პრობლემაო. არადა ძალზედ მშვიდად ვსაუბრობდი, არ მჩვევია ასეთ სიტუაციებში ემოციებზე აყოლა, საუბრის ბოლოს “მიმითითა”, იყავით იქ, სადაც ხართ და დამანებეთ თავიო. თან ექიმია, ექიმი,რომელმაც პირველ რიგში ენით უნდა განკურნოს პაციენტი, ალესილი დანებივით საუბრობენ ვისგანაც არაფერს ელიან!
ექიმი ცდილობდა პასუხისმგებლობის აცილებას პაციენტთან მიმართებაში და მშობლისთვის გადაბრალებას, ყველაზე საგანგაშო ესააა!
ყარს ყველა მიმართულებით ყველგან ყველაფერი. ჩემი დიდი პატივისცემა ყველა ნამდვილ ექიმს და ასეთებს ბევრს ვიცნობ!" -