"ეს არის საუკეთესო საშუალება ყელის ტკივილის გასაყუჩებლად, რომელსაც ჩემი ოჯახიც იყენებს..." - პროფესორ გიორგი გოგნიაშვილის რჩევა - მშობლები

"ეს არის საუკეთესო საშუალება ყელის ტკივილის გასაყუჩებლად, რომელსაც ჩემი ოჯახიც იყენებს..." - პროფესორ გიორგი გოგნიაშვილის რჩევა

2022-01-27 16:12:58+04:00

საზოგადოებრივ არხზე გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" ოტორინოლარინგოლოგი, პროფესორი გიორგი გოგნიაშვილი საუბრობს სახლის პირობებში ყელის ტკივილის გაყუჩების იოლ მეთოდზე - შინაურ სავლებ საშუალებაზე:mshoblebi- ბევრი პაციენტი აღნიშნავს საშინელ ყელის ტკივილსვირუსის დროს. ასეთ პაციენტებს ვურჩევ, პირველ რიგში დამშვიდდნენ. უსიამოვნოა, რა თქმა უნდა, თუმცა არანაირი მოგუდვა, მოხრჩობა ამით არ იქნება. ასევე, რა შეგვიძლია ვურჩიოთ სახლის პირობებში? მე მომხრე ვარ ხოლმე ხანდახან სახლის პირობებში რაღაცების განხორციელების, თუ არაფერს ავნებს ეს პაციენტს. ეს საშუალება კი ნამდვილად არ ავნებს, თუ პაციენტი არ არის ალერგიული იოდზე: გადადუღებულ თბილ წყალში ერთი ჩაის კოვზი სოდა და ორი-სამი წვეთი იოდი. ეს ძალიან კარგი საშუალებაა, რომელსაც ჩემი ოჯახიც იყენებს, თუ არ არის საშუალება აფთიაქში გასვლის და რაღაც ქარხნული წამლის ყიდვის. ძალიან ამცირებს ტკივილს. რა თქმა უნდა, ასევე უნდა შევამციროთ კვებაში ცხარე, მჟავე, ძაან ცივი, ძაან ცხელი და ეს ყველაფერი მალე ალაგდება.

alt"ეს საშუალება ძალიან ეფექტურია, როცა სიცხის დამწევი არ მუშაობს" - როგორ ვმართოთ მაღალი სიცხე სხვადასხვა მედიკამენტოთ და სწორი შუალედებით