"ის ნახშირწყლებს მიირთმევს, ჩვენ კი რა გვაქვს?" - ალა პუგაჩოვას დილის დილის მენიუ მეუღლემ გამომწერებს გააცნო - მშობლები

"ის ნახშირწყლებს მიირთმევს, ჩვენ კი რა გვაქვს?" - ალა პუგაჩოვას დილის დილის მენიუ მეუღლემ გამომწერებს გააცნო

2022-01-29 10:20:50+04:00

რუსული ესტრადის ლეგენდას, ალა პუგაჩოვას საქართველოში ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. 73 წლის ასაკში მისი ახალგაზრდული იერითა და შემართებით აღტაცებული ადამიანები ინტერესით ადევნებენ თვალს მის ოჯახურ ცხოვრებას ინსტაგრამზე. ალა პუგაჩოვას მეუღლე მაქსიმ გალკინი ხშირად ანებივრებს გამომწერებს ოჯახური ვიდეოჩანაწერებით, რომელთა მთავარი გმირები ძირითადად, წყვილის ტყუპი, ლიზა და გარი არიან. თუმცა ზოგჯერ კადრში ალა ბორისოვნაც ხვდება. ამჯერად მაქსიმ გალკინმა ოჯახის დილის მენიუს გამომზეურება გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ თავად პელმენს მიირთმევს, ბავშვებს კი ორთქლზე მოხარშული თევზი ელოდება. ალა პუგაჩოვას კერძი კი მოულოდნელი იყო. ბევრი ფიქრობს, რომ ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად მკაცრ დიეტებს იცავს. ამის მიუხედავად მისი საუზმე საკმაოდ ნახშირწყლოვანი აღმოჩნდა - კარტოფილის ოლადები და ბრინჯი.
„აი, ის ნახშირწყლებს მიირთმევს, ჩვენ კი რა გვაქვს?“ - ამბობს გალკინი.