ცნობილი რუსი მილიარდერის, ოლიგარქ ალექსანდრ ლებედევის მეორე ცოლი და მისი ოთხი შვილის დედა, ყოფილი მოდელი ელენა პერმინოვა საზოგადოებას უმტკიცებს, რომ შესანიშნავ ფორმაშია. მან თამამი ფოტოსესია 8 თვის ვაჟთან ერთად მოაწყო. "როგორ ვცხოვრობდი აქამდე მის გარეშე?" - გაუკეთა მინაწერი ფოტოებს ოთხი შვილის დედამ.
რასაკვირველია, ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი აღნიშნავდა კომენტარებსი, რომ დედობა მოდელს განსაკუთრებულ სილამაზეს სძენს. ბევრმა მიიჩნია, რომ ძალიან ესთეტიური ფოტოებია და სიშიშვლე არ არის აქ ვულგარული.

ცნობისათვის, ლენა პერმინოვას და ალექსანდრ ლებედევს სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავთ. ლენა ალექსანდრის მეორე ცოლია. მათი დაქორწინების ისტორია საკმაოდ საინტერესოა.
36 წლის ლენა წარმოშობით რუსეთის ქალა ბერდსკიდანაა. 16 წლისა დატოვა მშობლიური მხარე, რომ ბავშვობის ოცნება აესრულებინა - მოდელი გამხდარიყო. გოგონა მალე შენიშნეს და მოსკოვში მიიწვიეს ჩვენებებზე, ცნობილ სააგენტოებშიც მოხვდა და სამოდელო ბიზნესის თავშიც მოექცა. თუმცა პოპულარობის პიკზე მოულოდნელი რამ შეემთხვა - 17 წლის იყო, როცა მისი მეგობარი ბიჭი ნარკოტიკების გამო დააპატიმრეს და მასთან ერთად დაიჭირეს ელენაც. მამამისმა ღია წერილით მიმართა მაშინ სახელმწიფო დუმის დეპუტატ ალექსანდრ ლებედევს, რომ უკანონოდ დაპატიმრებული გოგონას გათავისუფლებაში დახმარებოდა. გოგონა პირობით გაუშვეს, მისი ცხოვრება კი სხვანაირად წარიმართა. ლებედევსა და პერმინოვას შორის რომანტიკული ურთიერთობები ურთიერთობები დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ლებედევი გოგონაზე 27 წლით არის უფროსი. ცოტა ხანში კი ერთად დაიწყეს ცხოვრება, თუმცა ოფიციალურად არ არიან დაქორწინებული.

ამასობაში ელენამ არა მხოლოდ ბავშვების გაჩენა მოასწრო, უმაღლესი განათლებაც მიიღო, სამოდელო ბიზნესშიც დარჩა, საკუთარი მოდური ბლოგიც აქვს და ქველმოქმედებითაც არის დაკავებული.


