ჯერ კიდევ შარშანდელი გაზაფხულიდან ვრცელდებოდა ხმები ცნობილი ბარბადოსელი მომღერლის რიანას ორსულობის შესახებ. თუმცა ჭორები მხოლოდ ახლა დადასტურდა - ზამთრის ნიუ-იორკში პაპარაცებმა ვარსკვლავური წყვილი დააფიქსირეს. რიანა და მისი რეპერი რჩეული A$AP Rocky პირველ შვილს ელოდებიან. რიანას ზამთრის სიცივეში მუცლის მოშიშვლების არ შეშინებია და მთელ ქვეყნიერებას აცნობა, რომ ორსულად არის.
ასაპამდე, რიანა ოთხი წელი ხვდებოდა მილიარდერ ჰასან ჯამილს, რომელსაც შარშან დაშორდა.