რა დამართა შეყვარებულმა ახალგაზრდა ქალს, რომელიც ერთწლიანი კომის შემდეგ დღესაც ეტლში ზის - მშობლები

რა დამართა შეყვარებულმა ახალგაზრდა ქალს, რომელიც ერთწლიანი კომის შემდეგ დღესაც ეტლში ზის

2022-02-01 06:13:01+04:00


ნატალია 38 წლისაა. ერთ დროს ლამაზი და წარმატებული ახალგაზრდა ქალი ცხოვრების აქტიური და ჯანსაღი წესით ცხოვრობდა. მისდევდა სპორტს, იკვებებოდა სწორად, მუშაობდა და მარტო ზრდიდა ქალიშვილს ალინას. 4 წლის წინ ქმარს გაეყარა და მშობლიური ქალაქიდან ეკატერინბურგში გადასახლდა.
ბინის იპოთეკა რომ გადაეხადა, ბევრ ადგილას მოუწია მუშაობამ. თუმცა ენერგია არ აკლდა და თავს ართმევდა პრობლემებს.
მისი ცხოვრება მკვეთრად 2018 წელს შეიცვალა, იმ დროს ერთ ახალგაზრდა კაცს, ოლეგს ხვდებოდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მისი მიზეზით ნატალია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გახდებოდა.
”ქალიშვილს ყოველდღე ვეკონტაქტებოდი. ხშირად ჩამოვდიოდი და შვილიშვილიც მიმყავდა ჩემთან. ნატაშამ ოლეგი ეკატერინბურგში გაიცნო. მეც რამდენჯერმე შევხვდი მას და არაადეკვატურად ნამდვილად არ მომჩვენებია. თუმცა ერთი რამ იყო საეჭვო - სადაც არ უნდა ყოფილიყო ნატალია, ისიც იქ გაჩნდებოდა. თითქოს დასდევდა, უთვალთვალებდა. ჩემი შვილი ეუბნებოდა, რომ აღარ სურდა ურთიერთობის გაგრძელდება, მაგრამ ის მოსვენებას არ აძლევდა და გამუდმებით სთხოვდა შეხვედრას სალაპარაკოდ სადმე კაფეში.
mshoblebi

ნატალიაც შეხვდა, შემდეგ დაიჟინა, რომ ნატალია სახლამდე მიეცილებინა და თავის ბინაში მისი ბალიშით დახრჩობა სცადა,” - იხსენებს ნატალია დრობინას დედა. მისივე მონაყოლის თანახმად, ოლეგმა ნატალიას ტელეფონით დაურეკა და უთხრა, რომ მის ქალიშვილს უცებ გული წაუვიდა. დედამ სასწრაფო დახმარება მაშინვე გამოიძახა, რომელიც ადგილზე 40 წუთში მივიდა. ამდენივე დრო დასჭირდა თავად თავისი ქალაქიდან, პერვოურალსკიდან ჩამოსასვლელად.
როგორც ექიმებმა აუხსნეს, ნატალიას თავის ტვინი ხანგრძლივად განიცდიდა უჟანგბადობას, ტვინის ქერქი დაზიანებული იყო და აღდგენას არ ექვემდებარებოდა. დიაგნოზი ”ჰიპოქსია” იყო. 39 დღე კომაში, ერთი წელი კი უგონო მდგომარეობაში გაატარა.
”ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ეპილეფსიის შეტევა იყო, მე კი დავუმტკიცე, რომ ეს მოგუდვის გამო მოხდა” - ამბობს დედა, რომელმაც ოლეგს უჩივლა, საქმე სასამართლომდეც მივიდა, თუმცა კაცის მხრიდან მუქარის ზარებიც დაიწყო.
”ამ მუქარამ შემაშინა. ისინი ქალიშვილის და შვილიშვილის სიცოცხლის მოსპობით მემუქრებოდნენ, ამიტომ შევწყვიტე სამართალდამცავებთან ამ საქმის წარმოება. პირველი, რაც ნატალიამ გონს მოსვლის შემდეგ თქვა, იყო წინადადება ”ოლეგმა დამახრჩო” - იხსენებს დედა.
როგორც აღმოჩნდა, ოლეგს სხვა გოგონებზეც ჰქონდა თავდასხმის შემთხვევები, შემჩნეული იყო ნარკოტიკების გასაღებასა და თაღლითობაში. ამის მიუხედავად, ნატალიას ოჯახმა სამართლიანობის აღდგენა ვერ შეძლო.

mshoblebi
რეაბილიტაციიდან ორნახევარი წლის შემდეგ ნატალიას პროგრესი აქვს - დაიწყო ლაპარაკი, მოძრაობა, სიარული, გაიხსენა ინგლისური ენა, თუმცა მკურნალობა ისევ უნდა გაგრძელდეს, რასაც ძალიან დიდი თანხა სჭირდება.
”მილიონი რუბლი ტვინის ინსტიტუტის კლინიკაში დავხარჯეთ, ვუმკურნალე ტიბეტური მედიცინის ცენტრშიც. ქიმები ამბობენ, რომ ნატალიას გადარჩენა და შემდეგ ასეთი პროგრესი სასწაულია, თუმცა ეს სასწაულის კი არა, ჩემი მისდამი უზარმაზარი სიყვარულის და ბრძოლის შედეგია და საბოლოოდ ჩემს ქალიშვილს ფეხზე დავაყენებ. ” - ამბობს დედა.
ნატალიას ქალიშვილი დღეს 11 წლისაა და ერთადერთი ოცნება აქვს, დედა ჯანმრთელი ნახოს.