როგორც ირკვევა, მსახიობი მაკა შალიკაშვილი მეორედ დაქორწინდა, რასაც ექვსი წლის განმავლობაში მალავდა. მისი რჩეული ირაკლი ყაჭეიშვილია, რომელიც ბათუმის საზოგადოებრივ მაუწყებელში რეჟისორად მუშაობს. ახალგაზრდა კაცის მამა კი ჯგუფ "ინსაითის“ გიტარისტი გოჩა ყაჭეიშვილია.
მაკას მსახიობ რატი გოგუაძესთან პირველი ქორწინებიდან ერთი გოგონა ჰყავს. ირაკლი ყაჭეიშვილისთვისაც ეს ქორწინება მეორეა.
ამის თაობაზე მაკა შალიკაშვილმა გადაცემა "ფარულ კონვერტში“ სტუმრობისას ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ თემაზე პირველად და უკანასკნელად ლაპარაკობდა....
მაკა შალიკაშვილი: "ეს ამბავი გააზრებულად დავმალე. ამას ძალიან ბევრი მიზეზი ჰქონდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გენიალურმა პოეტმა თქვა, - "სიყვარულსა მალვა უნდაო“. მართლა უნდა მალვა, მაგრამ ამას ჩემ ცხოვრებაში გვიან მივხვდი. ირაკლის სურვილიც იყო, რომ ამაზე საჯაროდ არ გვესაუბრა და დავეთანხმე, შევუსრულე ეს თხოვნა.
განაგრძეთ კითხვა