ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ არასრულწლოვანი მეტროს ლიანდაგში სკეიტბორდით გადაადგილდება. ვიდეო თავდაპირველად "ტიკტოკზე" განთავსდა. კადრებში ჩანს, რომ არასრულწლოვანი მეგობრებთან ერთად არის და სიცოცხლისთვის საშიში გზით ერთობა.
ჩვენ დავუკავშირდით
თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და ვკითხეთ, თუ დაიწყეს ფაქტზე მოკვლევა.
"საქმე შიდა კონტროლის სამსახურს გადაეცა და მოკვლევა დაევალა. სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის", - გვითხრეს კომპანიაში.
ასევე, მათ დაგვიდასტურეს, რომ ვიდეო ნამდვილად თბილისის მეტროშია გადაღებული, თუმცა არ აქვთ ჯერჯერობით ინფორმაცია, დღის რა მონაკვეთშია გადაღებული და რა ასაკის ბავშვები არიან.
სოციალურ ქსელში ფაქტს არაერთი ადამიანი გამოეხმაურა:
- კი მაგრამ, ამ დროს დაცვას სძინავს?
- მშობლებს კაი ჯარიმა უნდა სტკიცო. იმდენად დიდი, რომ ბავშვმა მეტროსკენ აღარ გაიხედოს!
- აზრი? ეტყვი რამეს და კანონი იცავთ თურმე.
- ხომ შეიძლებოდა, ცუდად დასრულებულიყო, რატომ არ აქცევთ ბავშვებს ყურადღებას?
- ამაზე ამბავი უნდა ატყდეს, რომ სხვამ არ გაბედოს!
- ასე ფიქრობენ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ და არც არავინ სცემთ ხმას!
- მშობლებო, მიხედეთ თქვენს შვილებს!
თამარ იაკობაშვილი