"გოგონა დედას ჰგავს, ვაჟი - მამას" - 77 წლის მაიკლ დუგლასის ფოტო შვილებთან ერთად, სოციალურ ქსელში აიტაცეს - მშობლები

"გოგონა დედას ჰგავს, ვაჟი - მამას" - 77 წლის მაიკლ დუგლასის ფოტო შვილებთან ერთად, სოციალურ ქსელში აიტაცეს

2022-02-05 09:15:20+04:00


52 წლის კეტრინ ზეტა ჯონსი და 77 წლის მაიკლ დუგლასი 20 წელზე მეტია, ერთად არიან. 1998 წელს პირველად გამოაცხადეს, რომ საერთო შვილს ელოდნენ. მალე უფროსი ვაჟი, დილანი მოევლინა ქვეყანას, ერთი წლის შემდეგ კი წყვილმა ქორწილი გადაიხადა.
2003 წელს კეტრინსა და მაიკლს კიდევ ერთი შვილი, ამჯერად გოგონა კერი შეეძინათ.
mshoblebi
მართალია და-ძმა ჯერ კიდევ დედის მუცელში იყო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მაინც მოკრძალებულ ადამიანებად გაიზარდნენ. პრესის ყურადღება არ სიამოვნებთ, არც საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობენ, ასოციალურ ქსელებშიც კი არ აქტიურობს არცერთი, რაც დღევანდელი ახალგაზრდებისთვის მართლაც უჩვეულო რამაა.
ამიტომ ფოტო, რომელიც კეტრინ ზეტა-ჯონსმა ახლახან გამოქვეყნა, ყვითელი პრესისა და სოციალური ქსელისთვის ნამდვილი ნადავლი იყო. ფოტო ოჯახური დასვენების დროსაა გადაღებული და მასზე მაიკლ დუგლასი ორივე შვილთან ერთადაა აღბეჭდილი. უკვე რამდენიმე წელია, საზოგადოებას ორივე შვილი მშობლებთან ერთად არსად უნახავს.
სოციალურ ქსელში მაშინვე გაჩაღდა კამათი, რომელი შვილი რომელ მშობელს ჰგავდა. უმრავლესობა ფიქრობს, რომ გოგონა დედას ჰგავს, ვაჟი - მამას.
mshoblebi
კერი ძალებს სამოდელი სფეროში ცდის, დილანი კი აქედანვე პოლიტიკითაა დაინტერესებული. მან პარტნიორებთან ერთად ორგანიზაცია დააფუძნა, რომელიც დამოუკიდებელ კანდიდატებსა და სოციალურ რეფორმებს უჭერს მხარს.

altკეტრინ ზეტა-ჯონსის მშვენიერი ქალიშვილი, რომელსაც ვარსკვლავობას უწინასწარმეტყველებენ და და-ძმა დუგლასების მხიარული ცეკვა (+ვიდეო)

altმაიკლ დუგლასის და კეტრინ ზეტა ჯონსის ოჯახური ცეკვა შვილებთან ერთად ინტერნეტჰიტად იქცა