"ეს გვა­ი­მე­დებს, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა თან­და­თან უნდა შემ­ცირ­დეს... ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლა­დაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი" - მშობლები

"ეს გვა­ი­მე­დებს, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა თან­და­თან უნდა შემ­ცირ­დეს... ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლა­დაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი"

2022-02-05 12:39:44+04:00


და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ეპიდ­ვი­თა­რე­ბა პიკ­შია.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, მსჯე­ლო­ბა იმა­ზე, წავა თუ არა კო­ვიდ­ვი­თა­რე­ბა დაღ­მა­ვა­ლი ფა­ზის­კენ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"გარ­კვე­ულ­წი­ლად პიკ­ში ვართ. პლა­ტოს რომ ეძა­ხი­ან, ამ ტი­პის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გვაქვს. ბოლო ერთ კვი­რა­ზე მე­ტია ინ­ფი­ცი­რე­ბის დღი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა 18-24 ათა­სის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს. ვთვლით, რომ პიკ­ში ვართ. დაღ­მა­ვა­ლი ფა­ზის­კენ წავა თუ არა, უნდა ვიმ­სჯე­ლოთ იმის მი­ხედ­ვით, რა მო­ნა­ცე­მე­ბი გვექ­ნე­ბა სამ­შა­ბათს და ოთხშა­ბათს“,- გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს, გამ­ყრე­ლი­ძეს აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა შემ­ცირ­დე­ბა. მისი თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არ იზ­რდე­ბა.

"ვფიქ­რობ, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბაც თან­და­თან უნდა შემ­ცირ­დეს, რა­მე­თუ დღეს 208 745 აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა იყო, აქე­დან 5 840 არის სტა­ცი­ო­ნა­რებ­ში და არ იმა­ტებს მძი­მე ავად­მყოფ­თა რა­ო­დე­ნო­ბა - 900-დან 1100-ის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს. ასე­ვე არ იზ­რდე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მყოფ პა­ცი­ენ­ტთა რა­ო­დე­ნო­ბა, ვი­საც ხე­ლოვ­ნუ­რი ვენ­ტი­ლა­ცია სჭირ­დე­ბა. ზო­გა­და­დაც აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბი­დან ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლა­დაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი - 3%-ის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს, რაც მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ "ომიკ­რო­ნი" "დელ­ტას­თან“ შე­და­რე­ბით უფრო მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ რად­გან შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან ბევ­რია, რა თქმა უნდა, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ასე სწრა­ფად ფა­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი არ შეგ­ვიმ­ცირ­დეს.

ადა­მი­ა­ნე­ბის კუ­მუ­ლა­ცი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია - ეს, რაც აღ­რი­ცხუ­ლია, მაგ­რამ, რაც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, სულ მცი­რე 2.5-ზე უნდა გამ­რავ­ლდეს. დღეს ზე­წო­ლა ძი­რი­თა­დად ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ და ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ სექ­ტორ­ზეა. ნაკ­ლე­ბია ზე­წო­ლა ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­ზე. ეს გვა­ი­მე­დებს, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა თან­და­თან უნდა შემ­ცირ­დეს“,- გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.