"არც ერთ პოლიტიკოსს, დამნაშავეს არ მიუღია ლანძღვისა და წყევლა-კრულვის ის რაოდენობა, რაც მე და ჩემს ოჯახს შეგვხვდა..." - ნინო ნადირაძე - მშობლები

"არც ერთ პოლიტიკოსს, დამნაშავეს არ მიუღია ლანძღვისა და წყევლა-კრულვის ის რაოდენობა, რაც მე და ჩემს ოჯახს შეგვხვდა..." - ნინო ნადირაძე

2022-02-07 16:41:22+04:00
ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე ბოლო პერიოდი სოციალურ ქსელში აღარ ჩნდებოდა. როგორც აღნიშნა, ამის მიზეზი მეტისმეტი ნეგატივი იყო. ამ ფაქტს პოსტით გამოეხმაურა, რომელიც თავის მხრივ, გია ჯაჯანიძის სტატუსის პასუხი იყო:

"ჩემო კარგებო, ალბათ შეამჩნევდით, რომ უკვე დიდი ხანია ფბ-ზე აღარ ვაქტიურობ, არც დავმალავ მიზეზს, არც ერთ პოლიტიკოსს, დამნაშავეს, კაცისმკვლელს, მოძალადეს არ მიუღია ლანძღვისა და წყევლა-კრულვის ის რაოდენობა, რომელიც მე და, ჩემგან გამომდინარე, ჩემს ოჯახს შეხვდა. მადლობა, გიორგი ჯაჯანიძე, ასეთი სითბოსთვის და ყველას, ვინც მის პოსტს ასე გამოეხმაურა. არასოდეს მიკეთებია რამე მადლობისთვის და, საერთოდ, ვთვლი, რომ სიკეთე ჩუმად უნდა აკეთო და იქვე დაივიწყო. არასოდეს გამომდიოდა პოპულიზმი და ჩემი თავის სათანადოდ შეფუთვა, აწი მითუმეტეს ვეღარ ვისწავლი, მოხუცი ვარ უკვე", - წერს ნინო ნადირაძე.

მის პოსტს კი გია ჯაჯანიძის შემდეგი სტატუსი უძღოდა წინ: 
"არაფერია იმაზე მეტი დიდი ბედნიერება და ძლიერი სიხარული, როცა ადამიანი გეგულება და იმედი გაქვს.
ხშირად არ ვაწუხებ, მაგრამ რაც ასაკში შევედი, სულ მახსოვს, სულ მეიმედება. ისეთი ძლიერი იმედი მაქვს, რომ ავადაც არ ვხდები, რომ მიშველოს, იმედია, ასე ვიქნები დიდხანს.
ამას ახლა იმიტომ ვწერ, რომ მისი მადლიერი უცნობი ადამიანები შემხვდნდენ, აქებდნენ და ლოცავდნენ.
შენი მეგობარიაო, გვიშველაო. სიყვარულით მოკითხვა და მადლობა დამაბარეს.
ნინო, პირველი შემთხვევა არ არის, შენი მადლიერი ადამიანები რომ ვნახე, განა არ შემეძლო დამერეკა და პირადად მეთქვა ეს ყველაფერი, მაგრამ მომინდა საქვეყნოდ მადლობა გადამეხადა შენთვის, იმ სიკეთისთვის რასაც შენ აკეთებ.
მიყვარხარ. მინდა ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებული იყო".