როგორ ცხოვრობს 14 შვილის დედა, რომელმაც 8 ტყუპის გაჩენით გაითქვა სახელი - "ჩემს შვილებს ცხოვრება დავუნგრიე" - მშობლები

როგორ ცხოვრობს 14 შვილის დედა, რომელმაც 8 ტყუპის გაჩენით გაითქვა სახელი - "ჩემს შვილებს ცხოვრება დავუნგრიე"

2022-02-09 08:23:28+04:00

46 წლის ნადია სულემანი, რომელსაც მსოფლიო "ოქტოდედის" სახელით იცნობს, 14 შვილს ზრდის მარტო. თუმცა როგორი დედაა, ეს ცალკე საკითხია, რადგან ხშირად კიცხავენ სხვადასხვა არაადეკვატური ნაბიჯის გამო და ადანაშაულებენ იმაში, რომ შვილები სახელის მოსახვეჭად გააჩინა.ნადიამ რამდენიმე წლის წინ ანჯელინა ჯოლისთან მიმსგავსება გადაწყვიტა და რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. ძირითადად, მკერდი და ტუჩები გაიდიდა, სახის ნაკვთებიც შეიცვალა და მსოფლიოს გააცნო თავი, როგორც ანჯელინა ჯოლის ორეულმა. თუმცა ეს არ აღმოჩნდა მისთვის საკმარისი.mshoblebi1996 წელს გათხოვდა და სანამ ქმართან ცხოვრობდა, ხელოვნური განაყოფიერებით მოასწრო სამიშვილის გაჩენა. მერე ქმარს გაეყარა და ამ ბავშვებს კიდევ სამი მიუმატა. მაგრამ არც ეს იკმარა.როდესაც მისი უფროსი შვილების ასაკი 2-დან 7 წლამდე იყო, სწორედ მაშინ დაგეგმა "გრანდიოზული პროექტი" - 8 ტყუპის გაჩენა. მშობიარობის შემდეგ რეალური შოუს ჩვენება იგეგმებოდა, რომელიც ნადიასა და მისი 14 შვილის ცხოვრებას ასახავდა.mshoblebiნადია მთელი ორსულობის პერიოდში იღებდა ფოტოებს, მონაწილეობდა სხვადასხვა გადაცემაში, საბოლოოდ, 2009წელს წარმატებით იმშობიარა და ახალშობილებს, ისევე როგორც მის უფროს შვილებს, ბიბლიური სახელები დაარქვეს, თუმცა რვავეს მეორე სახელი ერთნაირი აქვს - ანგელოზი.mshoblebiმოგვიანებით, როგორც "პროექტით" ივარაუდებოდა, საბუთებიც შეიტანა ბრენდის - "ოქტოდედის" დასარეგისტრირებლად და რეალური შოუს გადაღებების კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. თუმცა მერე აღიარა, რომ საკუთარი ძალები ვეღარ გათვალა... "გავაფუჭე ყველაფერი, ჩემს შვილებსაც დავუნგრიე ცხოვრება... ნეტავ რაზე ვფიქრობდი? რა გავაკეთე? მაგრამ ძლიერი უნდა ვიყო".ნადიას არა მხოლოდ ამდენი შვილის მოვლა გაუჭირდა, არამედ მუქარასაც ვერ გაუძლო საზოგადოების იმ წარმომადგენელთა მხრიდან, ვისაც მიაჩნდა, რომ ამდენი შვილი მხოლოდ და მხოლოდ ანგარების მიზნით გააჩინა. როცა მისი ამბავი გაცხადდა, იმ ექიმს, ვინც ნება დართო, რვა ტყუპი გაეჩინა, ლიცენზია ჩამოართვეს, ხოლო კლინიკა, სადაც ხელოვნური განაყოფიერება მოხდა, სერიოზულად დააჯარიმეს.mshoblebi14 შვილიდან სამს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ნადია ინვალიდობის შემწეობას იღებს. გარდა ამისა, მათი რჩენაც გაუჭირდა და სხვადასხვა პროვოკაციაზე თანხმდებოდა ამის გამო. რაღაცპერიოდი სტრიპტიზკლუბშიც ცეკვავდა, რომ ფული ეშოვა. მერე გადასახადებისგან თავის არიდებაში დაადანაშაულეს და კინაღამ ციხეშიც მოხვდა.mshoblebiამას დაემატა დედის გარდაცვალება, მამის მძიმე დაავადება და ნადია დეპრესიაში ჩავარდა - ალკოჰოლსა და ანტიდეპრესანტებს მიეძალა. "რომ არ გავჩერებულიყავი, ნამდვილად მოვკვდებოდი. ერთ დღესაც შემზიზღდა ასე ცხოვრება და გადავწყვიტე, რომ ჩავდგებოდი ფორმაში და სმააგალითო დედა გავხდებოდი", - აღიარა მოგვიანებით.

mshoblebi

728x571-1-34b129334111309999ec0cb487034540748x587-0xuzvcocco-6266709784984834656-1738309792.jpg.webp

მართლაც, სულ მალე იშოვა სამსახური ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ცენტრში. ახლა დეპრესიულ ადამიანებს ეხმარება თავისი გამოვდილებით. ვარჯიშობს, ცდილობს ჯანსაღად იკვებოს და ამბობს, რომ ბავშვების ცხოვრებაში მთლიანად არის ჩართული, გაკვეთილების მომზადებაშიც კი ეხმარება ტყუპებს. ქორწინების გაგონებაც აღარ უნდა და თავის შვილებთან უცხო მამაკაცის ყოფნა დაუშვებლად მიაჩნია. ამბობს, რომ ხელახლა გათხოვების არც დრო და არც ნერვები აქვს. ახლა მის ცხოვრებაში მთავარი ოჯახი და სამსახურია და ყველანაირ მსხვერპლზე წავა, რომ ეს ორი მთავარი რამ არ დაკარგოს.mshoblebimshoblebi