ია ფარულავას გადაცემა "ფარულ კონვერტს“ ამჯერად მუსიკოსი პანჩო სტუმრობდა. მუსიკოსმა თავისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი გაიხსენა, როდესაც მისი 2 წლის შვილი დაიწვა და რეანიმაციაში სიკვდილს ებრძოდა. საავამდყოფოში მყოფ მუსიკოსს მოულოდნელად კიდევ ერთი მძიმე ამბავი გადახდა, მას უცნობი ბიჭის სიცოცხლის გადარჩენა ისე მოუწია, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა...
პანჩო:
"გიორგი ორი წლის იყო, გიორგობა დღეს მისი ნათლია და რამდენიმე სტუმარი დავპატიჟე. ბავშვი სამზარეულოში გავიდა, სადაც ქვაბით წყალი იდგა, დუღდა. მოკიდა ხელი და ზედ გადაისხა. შოკში იყო, მთლიანად გათეთრდა და გული წაუვიდა. გავშეშდი, ვერაფერი ვერ გავაკეთე. ნათლიამ უცებ მოკიდა ხელი, შევარდა ვანაში და ცივ წყალში ჩააგდო. ამან გადაარჩინა, ეს რომ არ გაეკეთებინა, ვერ იცოცხლებდა.
გიორგი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მე და ჩემ მეუღლეს, მარინას მესამე სართულზე ერთი პალატა მოგვცეს, იქ რომ დავრჩენილიყავით.
ბავშვი პირველ სართულზე იწვა, რეანიმაციაში, სადაც არავის უშვებდნენ, კარი დაკეტილი იყო. თურმე დამწვრობა ყოფილა კიბოს შემდეგ ყველაზე საშიში რამ, სიკვდილის საფრთხის თვალსაზრისით... შეიძლება დამწვარი ცოცხალი იყო, საუბრობდე, მაგრამ შიდა წვა მიდიოდეს ორგანიზმში. ამ დროს ექიმმა გითხრას, რომ ერთ კვირაში მოკვდები.
ერთ დღეს, რეანიმაციასთან ვიდექი, დავინახე უცნობი ბავშვი შემოიყვანეს, მთლიანად გადახვეული იყო, პირის და თვალების ადგილას ჰქონდა დოლბანდი ამოჭრილი.
შეაგორეს დიდ ოთახში, სადაც მშობლებს არ გვიშვებდნენ და ცოტა ხანში მამაკაცი მოვიდა ჩემთან, რომელიც მისი მამა აღმოჩნდა. თურმე პატარამ ღუმელში დიზელი შეასხა და სრულიად დამწვარი იყო.
იხილეთ სრულად