თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ცოლ-ქმარი მოკლეს. შემთხვევა სოფლიდან მოშორებით, რამდენიმე კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსად მუშაობდა.
სადისტურად მოკლული გიორგი ჯიბიაშვილი და მაკა ზურაბაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატანიდან არიან. ცხედრები მშობლიურ სოფელში ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ მიასვენეს.
ბრალდებულის სამძებრო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. AMBEBI.GE მოკლული ცოლ-ქმრის ვაჟს, გიგა ჯიბიაშვილს ესაუბრა:
- ჩემი მშობლების მკვლელი, როგორც თვითონ ამბობდა, საგარეჯოელია. ის ჩემმა მშობლებმა შეიფარეს და თავისთან აცხოვრებდნენ კონდოლში. ის ახლა გაქცეულია და სადღაც იმალება. პოლიცია გვეუბნება, საზღვარს ვერ გადაკვეთდაო, აქვე იქნება სადმე გახიზნული.
მკვლელობამდე ჩვენებთან ცხოვრობდა და არავის არაფერი შეუმჩნევია მისთვის. დიახ, მკვლელობა ფულის გამო მოხდა, მაგრამ ვერ მოასწრო, ვერ იპოვა. მას ჩემი მშობლები ყველანაირად ენდობოდნენ. გიო რამდენიმე თვის მისული იყო ჩვენების სახლში და სამივე ერთად ცხოვრობდნენ.
იხილეთ სრულად