"მან დედ-მამა "ვინჩესტერით" დამიხოცა... ჩემმა მშობლებმა შეიფარეს, ენდობოდნენ" - შემზარავი დანაშაულის დეტალები და ინტერვიუ მოკლულების შვილთან - მშობლები

"მან დედ-მამა "ვინჩესტერით" დამიხოცა... ჩემმა მშობლებმა შეიფარეს, ენდობოდნენ" - შემზარავი დანაშაულის დეტალები და ინტერვიუ მოკლულების შვილთან

2022-02-13 11:09:56+04:00

თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კონ­დოლ­ში ცოლ-ქმა­რი მოკ­ლეს. შემ­თხვე­ვა სოფ­ლი­დან მო­შო­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე ფერ­მა­ში მოხ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია პირი, რო­მე­ლიც მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მწყემ­სად მუ­შა­ობ­და.

სა­დის­ტუ­რად მოკ­ლუ­ლი გი­ორ­გი ჯი­ბი­აშ­ვი­ლი და მაკა ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კუ­ჭა­ტა­ნი­დან არი­ან. ცხედ­რე­ბი მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ მი­ას­ვე­ნეს.

ბრალ­დე­ბუ­ლის სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ამ წუ­თებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს. AMBEBI.GE მოკ­ლუ­ლი ცოლ-ქმრის ვაჟს, გიგა ჯი­ბი­აშ­ვილს ესა­უბ­რა:

- ჩემი მშობ­ლე­ბის მკვლე­ლი, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობ­და, სა­გა­რე­ჯო­ე­ლია. ის ჩემ­მა მშობ­ლებ­მა შე­ი­ფა­რეს და თა­ვის­თან აცხოვ­რებ­დნენ კონ­დოლ­ში. ის ახლა გაქ­ცე­უ­ლია და სა­დღაც იმა­ლე­ბა. პო­ლი­ცია გვე­უბ­ნე­ბა, სა­ზღვარს ვერ გა­დაკ­ვეთ­დაო, აქვე იქ­ნე­ბა სად­მე გა­ხიზ­ნუ­ლი.

მკვლე­ლო­ბამ­დე ჩვე­ნებ­თან ცხოვ­რობ­და და არა­ვის არა­ფე­რი შე­უმ­ჩნე­ვია მის­თვის. დიახ, მკვლე­ლო­ბა ფუ­ლის გამო მოხ­და, მაგ­რამ ვერ მო­ას­წრო, ვერ იპო­ვა. მას ჩემი მშობ­ლე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რად ენ­დო­ბოდ­ნენ. გიო რამ­დე­ნი­მე თვის მი­სუ­ლი იყო ჩვე­ნე­ბის სახ­ლში და სა­მი­ვე ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ.
იხილეთ სრულად