ეს 8 წლის თორნიკე დოლაბერიძეა, რომელსაც სურს, საზოგადოების და განსაკუთრებით თბილისის მერიის ყურადღება მიაპყროს პრობლემის მიმართ, რომელსაც ადამიანები ეწირებიან. მისი მეგობარი, თანაკლასელი გიო შაბათს ოქროყანა-მთაწმინდის გზაზე მანქანის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა.
თორნიკე თბილისის მერიას სთხოვს, ამ ადგილას უსაფრთხო გადასასვლელი მოეწყოს, რადგან უკვე მეოთხე ადამიანი დაიღუპა გზის ამ მონაკვეთზე.