"მე სხვა ასე­თი მე­გო­ბა­რი არ მყავს - გუ­ლი­ა­ნი, ალა­ლი, გულ­წრფე­ლი, გვერ­დში მდგო­მი, უან­გა­რო, სუფ­თა..." - ცნობილი ჟურნალისტი მძიმე სენს ებრძვის - მშობლები

"მე სხვა ასე­თი მე­გო­ბა­რი არ მყავს - გუ­ლი­ა­ნი, ალა­ლი, გულ­წრფე­ლი, გვერ­დში მდგო­მი, უან­გა­რო, სუფ­თა..." - ცნობილი ჟურნალისტი მძიმე სენს ებრძვის

2022-02-15 14:07:34+04:00


ცნო­ბილ ჟურ­ნა­ლისტს, ორი შვილის დედას, ირმა კა­ხუ­რაშ­ვილს თა­ვის ტვი­ნის მე­ო­რე სტა­დი­ის სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი თურ­ქეთ­ში და­უს­ვეს. ამის შე­სა­ხებ მისი მე­გობ­რე­ბი წე­რენ.

გი­ორ­გი კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი:

"სამ­წუ­ხა­როდ, და­მიდ­გი­ნეს თა­ვის ტვი­ნის მე­ო­რე სტა­დი­ის სიმ­სივ­ნე... ასე რომ და­მე­წყო პოს­ტი, წარ­მოდ­გე­ნაც კი მი­ჭირს რა და­ე­მარ­თე­ბო­და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ვუყ­ვარ­ვარ და აქე­დან გა­ი­გებ­და ამ სამ­წუ­ხა­რო ამ­ბავს. აი, ასე დაგ­ვე­მარ­თა ირ­მა­კოს ყვე­ლა მე­გო­ბარს, რო­დე­საც ერ­თმა­ნე­თის­გან შე­ვი­ტყვეთ ის, რომ 4 - თვი­ა­ნი კვლე­ვე­ბის შემ­დეგ ირმა კა­ხუ­რაშ­ვილს თა­ვის ტვი­ნის მე­ო­რე სტა­დი­ის სიმ­სივ­ნე და­უ­დას­ტურ­და.

მას შემ­დეგ, რაც მეკო ჩი­ტიშ­ვი­ლი გა­მოვ­გლი­ჯეთ ხე­ლი­დან სიკ­ვდილს, მჯე­რა, რომ სხვე­ბის­თვი­საც ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებთ და გა­ვი­მარ­ჯვებთ. ირ­მა­კოს ვიც­ნობ და მას­თან ვმე­გობ­რობ 2002 წლი­დან, რო­დე­საც "მთა­ვარ გა­ზეთ­ში" ვმუ­შა­ობ­დით ერ­თად. მე სხვა ასე­თი მე­გო­ბა­რი არ მყავს - გუ­ლი­ა­ნი, ალა­ლი, გულ­წრფე­ლი, გვერ­დში მდგო­მი, უან­გა­რო, სუფ­თა... თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი - რაც ირ­მას გა­უ­კე­თე­ბია ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში, იგი­ვეს აკე­თებს, რო­გორც წესი, მთე­ლი გუნ­დი ერ­თად. სო­ცი­ა­ლურ თე­მა­ზე წერ­და და წერს და ცვლი­და და კი­დევ მრა­ვალ­ჯერ შეც­ვლის უკე­თე­სო­ბის­კენ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს.

ჰოდა, ჩვენც შეგ­ვიძ­ლია შევ­ცვა­ლოთ ირ­მას ცხოვ­რე­ბა და და­ვეხ­მა­როთ მას მკურ­ნა­ლო­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო სულ რა­ღაც 10 000 დო­ლა­რის შეგ­რო­ვე­ბა­ში.

ყვე­ლა გა­ზი­ა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ყვე­ლა ლარი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გთხოვთ, გა­ა­ზი­ა­როთ პოს­ტი, მე­გობ­რე­ბო და დაგ­ვეხ­მა­რეთ ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მე­გობ­რის გა­დარ­ჩე­ნა­ში.

თან­ხის ჩა­რი­ცხვა შეგ­ვიძ­ლია აქ:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: #GE51BG0000000530059981 - მიმ­ღე­ბი ირმა კა­ხუ­რაშ­ვი­ლი

თი­ბი­სი: #GE95TB7700245061100053 - მიმ­ღე­ბი ელე­ნე გა­ჩე­ჩი­ლა­ძე (შვი­ლი)

უცხო­ე­თი­დან ჩა­რი­ცხვის შემ­თხვე­ვა­ში შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ პლატ­ფორ­მა transferwise.com#ირ­მა­კა­ხუ­რაშ­ვი­ლის­თვის"