"ის ნაშვილები არაა, ჩემი ბიოლოგიური შვილია" - რატომ არ სჯერათ თაყვანისმცემლებს, რომ ნაომი კემპბელმა ნამდვილად იმშობიარა - მშობლები

"ის ნაშვილები არაა, ჩემი ბიოლოგიური შვილია" - რატომ არ სჯერათ თაყვანისმცემლებს, რომ ნაომი კემპბელმა ნამდვილად იმშობიარა

2022-02-17 07:05:10+04:00


ნაომი კემპბელი დედა 2021 წლის მაისში გახდა. ეს  მისი პირველი შვილია, მისი დაბადებიდან რამდენიმე დღეში კი 51 წლის იუბილე აღნიშნა. თაყვანისმცემლებმა მოდელს შვილის დაბადება მიულოცეს, თუმცა, ამავე დროს, უამრავი ჭორი გავრცელდა. ამბობდნენ, რომ კემპბელს თავად არ უმშობიარია და გოგონა აყვანილია. არავის უნახავს ის მუცლით და ასევე, ბავშვის კანზეც ამბობენ, რომ დედასთან შედარებით, ძალიან ღიაა.

mshoblebi
მთელი ამ ხნის განმავლობაში ნაომი დუმდა. მხოლოდ ერთხელ, ინტერვიუში აღიარა, რომ ძალიან გაუმართლა, შვილი რომ ჰყავს.
"იმედი მაქვს, რომ ის გაიზრდება და გახდება ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი", - თქვა კემპბელმა.
ახლა კი დადგა დრო, რომ ბავშვი სამყაროს გააცნოს. ნაომიმ ესეც მოდურად და გამორჩეულად გააკეთა - ქალიშვილთან ერთად ბრიტანული Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა. გამოცემასთან ინტერვიუში კემპბელმა ყველა ჭორი გააქარწყლა.
"ის არ იყო ნაშვილები - ის ჩემი ბიოლოგიური შვილია", - ამტკიცებს მოდელი.

mshoblebi

ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ვარიანტი რჩება - სუროგატი დედობა. სავარაუდოდ, ცნობილმა მოდელმა კვერცხუჯრედი დიდი ხნის წინ გაყინა, ამასობაში კი შესაფერისი მამაკაცის ან დონორის პოვნას ელოდა. ვინ არის ბავშვის მამა, ვარსკვლავი არ ასახელებს. ასევე, არც გოგონას სახელს ამხელს. ყველაფერი, რაც კემპბელის პირად ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, გასაიდუმლოებულია.

"ერთი ხელის თითზე შემიძლია დავთვალო იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც იცოდნენ, რომ ქალიშვილი მეყოლებოდა", - აღიარა მოდელმა. "მაგრამ ის ყველაზე დიდი წყალობაა, რაც კი წარმომედგინა. ეს არის საუკეთესო რამ, რაც ოდესმე განმიცდია."
ახლა ნაომი, თანატოლ მეგობრებსაც კი მოუწოდებს დედობისკენ. ინსტაგრამის პროფილზეც ნაომი ჯერ "დედაა" და შემდეგ "მოდელი" და "მსახიობი".

ამასობაში გოგონა იზრდება და დედა ძალიან ბედნიერია: ბავშვს უკვე 6 კბილი აქვს, ბევრს იცინის, უყვარს მოგზაურობა, კარგად სძინავს და ვითარდება.

"ჩემი ქალიშვილი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, მისთვისაა. ეს სრულიად უანგარო გრძნობაა, "- ამბობს ნაომი დედობასთან დაკავშირებით.