"დამეხმარეთ, რომ ჩემს შვილთან დავბრუნდე" - რა გადაწყვიტა სასამართლომ ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დედის საქმეზე - მშობლები

"დამეხმარეთ, რომ ჩემს შვილთან დავბრუნდე" - რა გადაწყვიტა სასამართლომ ახალშობილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დედის საქმეზე

2022-02-17 09:29:23+04:00


ფო­თის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ, ახალ­შო­ბი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ დე­დას პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

სა­სა­მარ­თლო­ზე დაც­ვის მხა­რემ ბრალ­დე­ბუ­ლის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვა. მო­სა­მარ­თლე და­ვით გე­ლაშ­ვილ­მა დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ გა­ი­ზი­ა­რა და ბრალ­დე­ბულს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

"და­მეხ­მა­რეთ, რომ ჩემს შვილ­თან დავ­ბრუნ­დე", - გა­ნა­ცხა­და სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში ბრალ­დე­ბულ­მა, რო­მელ­საც მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს.

34 წლის ქალს გა­მო­ძი­ე­ბა ახალ­შო­ბი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­დამ გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით ახალ­შო­ბი­ლი შვი­ლი გა­გუ­და, შემ­დეგ კი სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო მილ­ში მო­ა­თავ­სა. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­კა­ვე­ბულს 2-დან 5 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, 14 თე­ბერ­ვალს ფოთ­ში, დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში ჩვი­ლის ცხე­და­რი მას შემ­დეგ ნა­ხეს, რაც სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო მილი გა­ი­ჭე­და და და­სახ­მა­რებ­ლად ხე­ლო­სა­ნი გა­მო­ი­ძა­ხეს.
"რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის არის ცნო­ბი­ლი, ბრალ­დე­ბულ­მა არ იცო­და, რომ ორ­სუ­ლად იყო. რო­გორც თვი­თონ აცხა­დებს, ნა­ყო­ფი უფრო პა­ტა­რა იყო, ვიდ­რე 9 თვის ბავ­შვი" - ამის შე­სა­ხებ ფოთ­ში მომ­ხდა­რი ჩვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა, ცირა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას იმის შე­სა­ხებ, თუ რა­ტომ მა­ლავ­და ბრალ­დე­ბუ­ლი სა­კუ­თარ ორ­სუ­ლო­ბას.

ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი თვლის, რომ სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლის პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბით ზედ­მე­ტად მკაც­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა ამ ეტაპ­ზე არ იკ­ვე­თე­ბა, მას აქვს გა­და­ტა­ნი­ლი გუ­ლის მან­კი და გუ­ლის ოპე­რა­ცია აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. ვთვლით, რომ სა­სა­მარ­თლოს ბრალ­დე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ეძ­ლო გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა და ამ ეტაპ­ზე არ მი­ე­ღო ასე­თი მკაც­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ. ვთვლით, რომ ეს მკაც­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა და შე­საძ­ლოა, ის გა­ვა­სა­ჩივ­როთ.

მომ­ხდა­რის მი­ზე­ზი ჩვე­ნე­ბა­ში არ არის გან­ხი­ლუ­ლი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ამ ეტაპ­ზე ვერ მო­გაწ­ვდით. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას იმი­ტომ ვე­ლო­დე­ბით, რომ ის მოგ­ვცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გა­ვი­გოთ თუ რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად - ახალ­შო­ბი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი და­ი­ბა­და თუ ცო­ცხა­ლი იყო და შემ­დეგ მოხ­და და­ნა­შა­უ­ლი. ამის გარ­კვე­ვა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ცვლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას, პრო­ცესს და ყვე­ლა­ნა­ირ მოქ­მე­დე­ბას. სწო­რედ ამი­ტომ, წი­ნას­წარ ვერ მოგ­ცემთ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, თუ რას ამ­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა, ცირა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.