"ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ" - მაია ასათიანი კოვიდით ავადობაზე - მშობლები

"ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ" - მაია ასათიანი კოვიდით ავადობაზე

2022-02-19 07:53:14+04:00
ტელეწამყვანი მაია ასათიანი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. ტელეწამყვანის ჯანმრთელობაზე ცნობილი რეანიმატოლოგი ლევან რატიანი და მისი გუნდის წევრები ზრუნავდნენ.
"ბევრად უკეთ ვარ, მეგობრებო. მადლობა მოკითხვისთვის და უღრმესი მადლობა ლევან რატიანს და მისი გუნდის წევრებს" - წერდა მაია სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ. ბოლოს გამოქვეყნებულ პოსტში კი დაწერა, რომ ასე ცუდად არასდროს ყოფილა. 
"ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ. ორი კვირაა უკვე, სარკეში რომ ვიხედები, ვერ ვცნობ, იქედან ისეთი შეცვლილი სახე მიყურებს. მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. თავს გაუფრთხილდით" - წერს ტელეწამყვანი. 
mshoblebi