მსახიობისა და ტელეწამყვანის ნიკა ქავთარაძის ვაჟი სრულწლოვანი გახდა. მამა შემდეგი ტექსტით ულოცავს მას დაბადების დღეს:
"სიმართლე გითხრათ, ვერც კი ვიაზრებ ამ საოცარ ფაქტს - დღეს ჩემი სანდრო 18 წლის გახდა. ისეთი მაგარი ბიჭია, ისეთი თბილი, კეთილი, ნიჭიერი, შრომისმოყვარე და სიმპათიური ხო თავისთავად. მამა, გილოცავ! ბედნიერი იყავი დღეიდან 100 წელი. ყველაფერი გამოგსვლოდეს ცხოვრებაში".