გაიცანით ქართული სოციალური ქსელის ინტერნეტვარსკვლავები - დეა და ნია - მშობლები

გაიცანით ქართული სოციალური ქსელის ინტერნეტვარსკვლავები - დეა და ნია

2022-02-20 07:51:40+04:00
ამ მხიარულ გოგონებს უკვე ბევრი ადამიანი იცნობს. დედიკო ხშირად უღებს ვიდეოებს მშვენიერ ტყუპს - დეა და ნია დევაძეებს და მათი ვიდეოები ყველას ახალისებს. 
გავიცნოთ უფრო ახლოს ინტერნეტვარსკვლავები და მოვუსმინოთ მათ დედიკოს - დადუ ჩხეიძეს:

- ჩვენ ქუთაისში ვცხოვრობთ - მე, ჩემი მეუღლე და სამი შვილი. ვამბობ, რომ პროფესიით დედა ვარ, ბავშვების ხელში ვერაფერს ვერ ვასწრებ. დეა და ნია 2.7 წლისანი არიან, ძალიან, ძალიან ცელქები, ჰიპერაქტიურები და თან ცნობისმოყვარეები და ჭკვიანები. ხან მორიგეობით ცელქობენ, ხან ერთად.

- როგორი იყო ტყუპის მოლოდინი?

- სიტყვებით აუღწელელი გრძნობა იყო, რასაც არ ველოდით არც მე და არც არავინ ოჯახში. ბაბუას დაბადებამდე არც ჯეროდა, ტყუპს რომ ველოდებოდით. შორეულ ნათესავებს ჰყავთ და ახლო გენში არ ჰყოლია არავის. სულ ვოცნებობდი ტყუპზე და ამიხდა ეს ოცნება.

- თქვენ ალბათ ადვილად არჩევთ ერთმანეთისგან, სხვები თუ ახერხებენ?

- ოჯახის წევრების გარდა თითქმის ვერავინ ანსხვავებს.

mshoblebi

- მესამე შვილიც გყავთ და როგორ ახერხებთ ერთდროულად სამი პატარას მოვლას?

- ძალიან რთულია. ტყუპთან მით უმეტეს, ორმაგად, ორჯერ გიწევს ყველაფრის გაკეთება.ოჯახში ბევრი ვცხოვრობთ, მაგრამ ისეთი ცელქები არიან, ვერ ავუდივართ. დღის ბოლოს არაფრის თავი აღარ გვაქვს არც ერთს. მაგრამ თან ისეთი თბილები, ტკბილები და საყვარლები არიან, რომ ერთ სიტყვას, ერთ ჩახუტებას, ერთ კოცნას ყველაფრის დავიწყება შეუძლია.
მეუღლე ჩართულია, რა თქმა უნდა, მაგრამ დიდ დროს სახლში ვერ ატარებს და შესაბამისად უფრო საღამოს უწევს ბავშვებთან ყოფნა ყველაფერს საღამოს ინაზღაურებს.

Videomshoblebi
ტყუპი დეა და ნია სიმღერაზე ვერ თანხმდებიან



mshoblebi

mshoblebi
მერი ბლიაძე