"კოვიდ-19-ს მალე დაამარცხებს მსოფლიო, თუმცა კორონავირუსზე ძლიერი პანდემია გველის" - ბილ გეიტსი საზოგადოებას აფრთხილებს - მშობლები

"კოვიდ-19-ს მალე დაამარცხებს მსოფლიო, თუმცა კორონავირუსზე ძლიერი პანდემია გველის" - ბილ გეიტსი საზოგადოებას აფრთხილებს

2022-02-21 08:06:49+04:00
ამერიკელი მილიარდერი, ქველმოქმედი და კომპანია Microsoft-ის დამაარსებელი ბილ გეიტსი ცოტა ხნის წინ მიუნხენში გამოვიდა სიტყვით, კონფერენციაზე, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა. სწორედ ამ კონფერენციაზე გააფრთხილა მან საზოგადოება, რომ სამყაროს ახალი პანდემია ელის, რომელიც კოვიდთან არ იქნება სრულიად დაკავშირებული.

გეიტსის აზრით, კოვიდ-19-ს მალე დავამარცხებთ, მცირდება დაავადების მძიმე ფორმების განვითარების და სიკვდილიანობის რისკი, პლანეტის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იმუნიტეტიც გამოიმუშავა.
თუმცა მოდუნება ნაადრევია. მილიარდერის თქმით, მალე შევეჯახებით ახალ პანდემიას, რომლის მიზეზიც მეცნიერებისთვის უცნობი პათოგენი იქნება.
მისივე თქმით, კაცობრიობის ხსნას შეძლებენ მხოლოდ ყველა ქვეყნის ერთდროული ძალისხმევით. მან მოუწოდა ხელისუფლებებს, ჩადონ ფინანსები მედიცინაში, ახალ ტექნოლოგიებში და ვაქცინების შექმნის ვალდები 6 თვემდე შეამცირონ.

"თუ რაციონალურები ვიქნებით, შემდეგ ჯერზე პანდემიას უფრო სწრაფად დავამარცხებთ", - ამბობს გეიტსი.