უკრაინელი მშობლები შვილებს სკოლაში სპეციალური სტიკერებით უშვებენ, რაზეც მათი სისხლის ჯგუფი, ვინაობა და მშობელთა მონაცემები წერია - ისინი შვილებს უარესი სცენარისთვის ამზადებენ - მშობლები
როგორც ცნობილია, რუსეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირება დაიწყო და ქალაქები იბომბება. უკრაინელმა მშობლებმა კი ძალიან ემოციური გადაწყვეტილება მიიღეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა რუსეთის მხრიდან გარდაუვალი საფრთხე იგრძნეს. რთული ვითარების მიუხედავად, უკრაინელმა მშობლებმა შვილები მაინც გაუშვეს სკოლაში და თან გაატანეს სტიკერები, რომლებზეც სისხლის ჯგუფი და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციაა დატანილი.
TODAY-ის ექსკლუზიური რეპორტაჟის მიხედვით, უკრაინელმა მშობლებმა, რომლებიც შვილების უსაფრთხოებაზე ძალიან ღელავენ, ბავშვები სკოლაში სტიკერებით გაგზავნეს. "ეს ფურცელს ჰგავს, სადაც დატანილია ინფორმაცია სისხლის ჯგუფის, მათი მშობლების სახელებისა და ტელეფონის ნომრების შესახებ", - უთხრა მედიას ერთ-ერთმა მშობელმა. მისივე თქმით, ეს სიფრთხილისა და თავის დაცვისთვის გააკეთეს, რადგან უარესის მოლოდინი აქვთ.
ჟურნალისტმა ოლგა ტოკარიუკმმა აღნიშნა, რომ მშობლემბა მსგავსი გადაწყვეტილება ფეისბუკის დახურულ ჯგუფებში მიიღეს. მეტიც, ზოგიერთმა სკოლამ მსგავსი სტიკერების წაღება სავალდებულო გახადა. ერთ-ერთმა მშობელმა, სახელად ქრისტინამ, TODAY-ის უთხრა, რომ თავისი მოზარდი შვილი უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მაინც გაგზავნა სკოლაში, ხოლო ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი სახლში დატოვა. "საბავშვო ბაღი და სკოლა ჩვენი სახლიდან საკმაოდ შორსაა. ძალიან მეშინია ამ მანძილის, თუ რამე მოხდება, ყველას ერთად გამოყვანა გამიჭირდება." - ამბობს ქალი.
გარდა ამისა, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საუბრობს იმ პრობლემებზე, რაც შესაძლოა ომმა ბავშვებს მოუტანოს. რომ არაფერი ვთქვათ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ეს მოვლენები მათი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომაც, გამოქვეყნდა გზამკვლევები, რომლითაც უკრაინელ მშობლებს მოუწოდებენ, შვილებს სწორად ესაუბრონ ომსა და შესაძლო შედეგებზე.