"ამ უსამართლობის გამო ყვირილი მინდა... დედასაც კი ვერ ველაპარაკები ცრემლების გარეშე..." - გიგი დედალამაზიშვილის უკრაინელი მეუღლის ემოციური პოსტი - მშობლები
უკრაინელი ფოტოგრაფი მარინა კარპიი ემოციურ პოსტს აქვეყნებს მის სამშობლოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით:
"არ არის საჭირო პოლიტიკოსობა ან ისტორიკოსობა, რომ იცოდე, უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა. კიდევ რამდენი ომი უნდა მოხდეს, რამდენი თაობა უნდა დაზარალდეს და რამდენი სიცოცხლე ემსხვერპლოს იმ ჭეშმარიტების გაცნობიერებას, რომ ომს არ ჰყავს გამარჯვებული. დღევანდელი დღის უსამართლობის გამო ყვირილი მინა, მაგრამ ვინმეს ესმის ჩვენი, უბრალო ადამიანების? დედაჩემი ამბობს, რომ კი, ესმით და მინდა მჯეროდეს. ამ დღეებში ბევრი გზავნილი მომდის ჩემი რუსული აუდიტორიისგან: „ჩვენ გვრცხვენია“, „ჩვენს ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებებს“, „ჩვენ სიტუაციის მძევლები ვართ“, „ჩვენ არ გვინდა ომი“... რატომ ხდება ასე? ეს რიტორიკული შეკითხვაა...
გულწრფელად მეცოდება ის ადამიანები, რომლებიც არ ეთანხმებიან საკუთარი ქვეყნის აგრესიულ პოლიტიკას, თუმცა არდათანხმება უდრის დაპატიმრებას და ეს ჩაკეტილი წრეა. მე უბრალოდ მინდა, ჩემი აუდიტორიის 18%-მა პროცენტმა რუსეთიდან იცოდეს: მე უკრაინელი ვარ! დონეცკში დავიბადე და ბებიასთან გავიზარდე ალუშტის პლაჟებზე, ყირიმში. გავთხოვდი და ბავშვები გავაჩინე საქართველოში. ჩემთვის მნიშვნელოვანი არც ერთი ეს ადგილი არ დარჩენილა ანექსიის გარეშე და ეს უკვე არ არის დამთხვევა - ეს პოლიტიკის შედეგია. უკრაინა და საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან. წერტილი. მოგიწევთ ამასთან შეგუება, ვისთვისაც ეს უხერხულია ან არ წყობს. Слава Українi! საქართველოს გაუმარჯოს!
P.s. შეგნებულად ვთიშავ კომენტარებს. ყველა ჟურნალისტს, რომელიც მირეკავს, ვთხოვ, ნუ დაკარგავთ დროს, დედასაც კი ვერ ველაპარაკები ცრემლების გარეშე და ამ დროს მთხოვთ კომენტარებს? ნუთუ შეიძლება აქ საჭირო იყოს რაიმე კომენტარი?“