ცნობილი უკრაინელი პედიატრი, რომელსაც უკრაინის ფარგლებს გარეთ ძალიან დიდი აუდიტორია ჰყავს, განსაკუთრებით კი რუსეთში, სოციალურ ქსელში, თავის რუს გამომწერებს კიდევ ერთხელ მიმართავს:
"მოგესალმებით, ჩემო გამომწერებო. დღეს დასვენების დღეა. ალბათ უკვე ისაუზმეთ, კბილები გაიხეხეთ. ჩვენ კი, გეტყვით, როგორ ვართ... იცით, როგორ იწყება დილა უკრაინელებისთვის? გათენებისთანავე ვურეკავთ ყველას, ვინც ღამით არ გვინახავს, ვინც არ შეგხმიანებია. ბომბსაცავებიდან, სარდაფებიდან ვეკითხებით ერთმანეთს, ცოცხლები ვართ თუ არა, თუ ყურმილი დროზე არ აიღეს, ისტერიკაში ვვარდებით. ახლახან რძალს ვაწყნარებდი, რომელიც ბაბუას ელაპარაკებოდა. ის კი ამშვიდებდა, რომ მალე გაგვათავისუფლებენ. ხალხი მოლოტოვის კოკტეილებით უმასპინძლდება ჩვენს რუს "განმათავისუფლებლებს". მოკლედ, ომში ვართ, ძვირფასებო. ისაუზმეთ, ხომ, კბილებიც ხომ გაიხეხეთ და ახლა სადილისთვის ემზადებით".
"გამოდით ქუჩებში! ახლა წყდება არა მხოლოდ ჩემი, არამედ თქვენი ქვეყნის ბედიც!" - ცნობილი უკრაინელი პედიატრი რუს მშობლებს მიმართავს