იცვლება თუ არა საგაზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღი - განათლების სამინისტროს განმარტება - მშობლები

იცვლება თუ არა საგაზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღი - განათლების სამინისტროს განმარტება

2022-02-28 07:28:24+04:00
სოციალურ ქსელში მშობელთა ნაწილმა დაწერა, რომ მათი სკოლები 3 მარტიდან იწყებენ საგაზაფხულო არდადეგებს. მიზეზად კი დაასახელეს ის ფაქტი, რომ 3 მარტიდან 8 მარტამდე მხოლოდ 2 სამუშაო დღეა, რომელსაც შემდგომში აანაზღაურებენ. ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გადავამოწმეთ და ვიკითხეთ, ხომ არ შეიცვალა საგაზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღო.

"საქართველოში საგაზაფხულო არდადეგები ოფიციალურად 8-დან 15 მარტამდეა განსაზღვრული. თუმცა, კერძო სკოლებს აქვთ შესაძლებლობა, სამინისტროსთან შეთანხმებით, განსხვავებულ პერიოდში დააწესონ არდადეგები. საჯარო სკოლებში კი არდადეგების თარიღის ცვლილება გადაუდებელი აუცილებლობის დროს ხდება." - გვითხრეს სამინისტროში.

თამარ იაკობაშვილი