"მომეცით შანსი, ჩამოვიდე საქართველოში, ჩემს საოცნებო თუშეთში! ქართველებო, ახლა ჩვენ მთელ მსოფლიოს ვიცავთ" - კომაროვსკის მიმართვა ქართველ ხალხს - მშობლები

"მომეცით შანსი, ჩამოვიდე საქართველოში, ჩემს საოცნებო თუშეთში! ქართველებო, ახლა ჩვენ მთელ მსოფლიოს ვიცავთ" - კომაროვსკის მიმართვა ქართველ ხალხს

2022-02-28 18:19:58+04:00
ცნობილი უკრაინელი პედიატრი, რომელსაც საქართველოშიც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, უკრაინაში მიმდინარე პროცესების დროს მიმართვებს წერს სხვადასხვა ადრესატისთვის. ამჯერად ქართველებს მიმართავს და ქართული ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს ითხოვს.

კომაროვსკის თქმით, ქართველი ჟურნალისტები დაუკავშირდნენ კომენტარისთვის, რომელიც ორ დღეში გავიდოდა ეთერში. თუმცა ის ორი დღე ვერ მოიცდის და სურს ახლავე უთხრას სათქმელი ქართველებს.

- მივესალმები ქართველ ხალხს. გაუმარჯოს უკრაინას, გაუმარჯოს საქართველოს. მკაფიოდ უნდა გესმოდეთ, ეს არ არის ომი მხოლოდ ჩვენთან. ეს არის ომი მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან. მათ შორის, საქართველოსთანაც. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ესმის ქართველ ხალხს, მთავრობას კი ნაკლებად.

დამიჯერეთ, ვეღარსად გაყიდით ღვინოს. მხოლოდ ერთი ადგილი დარჩება საამისოდ. თუმცა მგონია, ქართული ღვინო არ იმსახურებს იმას, რომ იმ ქვეყანაში იყვნენ მისი დამფასებლები, სადაც ახლა ასეთი რამ ხდება. იცით, ასეთი ოცნება მქონდა, ძალიან მინდოდა, ოდესაში დავმჯდარიყავი ბორანზე, ბათუმის გავლით წამოვსულიყავი თუშეთში, რომელიც ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილია დედამიწაზე. ღმერთო ჩემო, საქართველო, როგორ მიყვარხარ, როგორ მინდა, დაგიბრუნდე. მომეცით შანსი, ჩამოვიდე საქართველოში და მივირთვა ნამდვილი ქართული მწვადი. ეს მინდა ყველაზე მეტად. მერე სიკვდილიც შეიძლება.

ქართველებო, ახლა ჩვენ მთელ მსოფლიოს ვიცავთ. გთხოვთ, უქენით რამე თქვენს ავადმყოფ მთავრობას, ახლა არ მაქვს დიპლომატიის დრო. გააკეთეთ რამე. ისინი უნდა იყვნენ ჩვენთან ერთად, მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან, უკრაინასთან. ნუღარ ფიქრობთ რაღაც სანქციებზე, ბანდიტების წინააღმდეგ. გაუმარჯოს უკრაინას! საქართველოს ხალხს სიბრძნე, მოთმინება. მე მჯერა, რომ ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით. მე თქვენ ყველანი მიყვარხართ!


alt"გახსენით იოდის წვეთები რძეში ან წყალში" - როგორ გამოვიყენოთ ჩვეულებრივი იოდი რადიაციის დროს?


alt"ისაუზმეთ, ხომ, კბილებიც ხომ გაიხეხეთ? იცით, როგორ იწყება დილა უკრაინელებისთვის?" - ექიმი კომაროვსკი რუს მშობლებს მიმართავს