უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ბრძოლების ფონზე თავშესაფრებში ახალი სიცოცხლე იბადება. ხარკოვში დაუნდობელი დაბომბვის ფონზე, სამხედრო ექიმებმა ქალი ამშობიარეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რა მშვიდად და რუდუნებით უვლის ექთანი ახალშობილს. ბომბსაცავებში უკვე ძალიან ბევრი ბავშვი დაიბადა. ამის ამსახველი რამდენიმე ვიდეო სოციალური ქსელებით მთელმა მსოფლიომ იხილა.