ვინ არიან ბავშვები, რომლებიც მოსკოვში დააპატიმრეს უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოსვლისთვის - მშობლები

ვინ არიან ბავშვები, რომლებიც მოსკოვში დააპატიმრეს უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოსვლისთვის

2022-03-02 15:35:23+04:00
დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა გამაოგნებელი ფოტოები ბავშვების, რომლებიც მოსკოვში პუტინის რეჟიმმა დააპატიმრა. პოლიციამ აიყვანა ორი ქალი და ხუთი ბავშვი - 7-დან 11 წლამდე, რომლებიც უკრაინის საელჩოსთან მივიდნენ და ომი გააპროტესტეს. 

"ბავშვებმა პლაკატი დახატეს და გამოიტანეს.ასევე ყვავილები მიიტანეს უკრაინის საელჩოსთან... ამის გამო გადაიყვანეს განყოფილებაში. მშობლებს მობილური ტელეფონები ჩამოართვეს და დაემუქრნენ მშობლის უფლების ჩამორთმევით", - დაწერე შემთხვევის შესახებ ერთ-ერთმა თვითმხილველმა. 

მისივე თქმით, სურდათ ბავშვები ღამეც დაეტოვებინათ განყოფილებაში, თუმცა მოგვიანებით გამოუშვეს. "წინ სასამართლოა, ჯარიმები და კიდევ ბევრი რამ, რისაც ეშინიათ მშობლებს". 

ინფორმაციაში წერია ასევე მონაწილეთა სახელები: ეკატერინა ზავიზიონი და მისი მეგობარი ოლგა ალტერი. მათი შვილები - 7 წლის სოფია გლადკოვა, 11 წლის ლიზა გლადკოვა, 11 წლის გოშა პეტროვი, 9 წლის მატვეი პეტროვი და 7 წლის დავიდ პეტროვი. 
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi