დედის დღე ყველაზე თბილი და ემოციური დღეა, რომელიც ყველაზე უსაყვარლესებს - დედებს ეკუთვნით. სოციალურ ქსელში ადამიანები თავიანთი დედებისა და შვილების ფოტოებს აქვეყნებდნენ. მათ შორის იყვნენ ცნობილი ადამიანებიც, რომლებიც ემოციური ფოტოებითა და ტექსტებით ეხმაურებოდნენ ამ დღეს:
ნუკი კოშკელიშვილი:
"როგორ მინდა, ვინმე ჯიგარი გამომიხტეს პოსტზე და მითხრას, რომ დედობაზე რთული სამსახური აქვს. მინდა მომიყვეს, როგორ გაწამდა 9 თვე, როგორ დღემდე სტკივა ზურგი და როგორ არ სძინებია ბევრი წელი იმიტომ, რომ მის შვილს არ სძინებია. ისე მინდა ვინმემ მითხრას, რომ მშენებლობაზე, ჯარში, პოლიციაში (არ ვიცი, კიდევ რა შეიძლება იყოს რთული პროფესია), არ აქვთ დღეში 2 წუთი ტუალეტში განმარტოვებისთვის! დედას არ აქვს. ინტელექტუალური პროფესიის წარმომადგენლებისგანაც მაინტერესებს, თუ ოდესმე გაუგიათ საოცარი კივილი იმიტომ, რომ ვიღაცას რაღაც უნდა და ჯერ ვერ გიხსნის, ამიტომ ისვრის ყველაფერს და თითს იწევს ცაში! მხოლოდ იმიტომ, რომ უნდა იფრინოს როგორც სუპერმენმა ან უნდა ნაყინი, ორივე შემთხვევაში ახსნის მეთოდი ერთია. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ დედობაზე რთული არაფერია, ღამეც გამითენებია მუშაობაში და დაღლილიც მოვსულვარ გადაღებიდან, ბავშვთან გატარებული დრო ვერაფერს შეედრება. დედებო, გილოცავთ დედის დღეს, ღმერთმა ჯანმრთელი გიყოლოთ შვილები, ზუსტად ვიცი, ეს არის ყველა დედისთვის მთავარი.
პ.ს. სხვათა შორის, სხვა პროფესიებისგან განსხვავებით ჩვენ ხელფასიც არ გვაქვს..."
მარიტა ჯანაშია:„გილოცავთ დედის დღეს.
ყველა დედას ვუსურვებ ბედნიერ დედობას!
დღეს პირველად მომილოცეს დედის დღე და ამაზე ძვირფასი მოლოცვა არ არსებობს.
ყველა დედას ვუსურვებ შვილის ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და ბავშვების მშვიდობიან სამყაროში გაზრდას, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია.
წარმოდგენაც მიჭირს, რას განიცდიან და გრძნობენ უკრაინელი დედები, ისინი ნამდვილად გმირები არიან და მალე აუცილებლად დამთავრდება ის ჯოჯოხეთი რასაც ახლა გადიან!
მშვიდობას გისურვებთ".

ეს კი ემოციური ფოტოები სოციალური ქსელიდან:



"მარიტა, გილოცავ შენთვის პირველ დედის დღეს" - როგორ ულოცავს გიორგი გასვიანი ცოლს დედის დღეს